სიახლეები
სამასწავლებლო

„მასწავლებლებმა დღემდე ბევრჯერ დაადასტურეს, რომ ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენლები არიან“-თბილისის N217 სკოლის დირექტორი რუსუდან ქელდიშვილი
01-03-2022
-
+


სასკოლო ცხოვრება მუდმივი სიახლეების ფონზე ვითარდება. ახალი გადაწყვეტილებები და ცვლილებები ყოველდღიურობად იქცა, შესაბამისად სკოლების დირექტორები ამ ვითარებაში მუდმივად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არიან.

etaloni.ge თბილისის N217 საჯარო სკოლის დირექტორს რუსუდან ქელდიშვილს აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა:

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი რთული პროფესიაა, სხვა პროფესიებს შორის. მასწავლებელი მოწოდებით უნდა იყო, გიყვარდეს ბავშვები, ზრუნავდე მათ აღზრდა-განათლებაზე და პასუხისმგებლობას გრძნობდე მათ მომავალზე. ამ თვისებებით დაჯილდოებული ახალგაზრდებისათვის რასაკვირველია მიმზიდველი პროფესიაა. მასწავლებლის პროფესიას მიმზიდველს ხდის ასევე, გაზრდილი ანაზღაურება, განვითარების და წინსვლის პერსპექტივა. აქედან გამომდინარე ახალგაზრდა თაობისათვის პედაგოგობა მიმზიდველ პროფესიად მიმაჩნია.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- არ მგონია განათლების სისტემაში იყოს კადრების დეფიციტი, რასაც ადასტურებს pedagogi.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- მასწავლებლის კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენებას არ მივესალმები, რადგან მასწავლებლებმა დღემდე ბევრჯერ დაადასტურეს, რომ ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენლები არიან; რაც შეეხება ზაფხულში დაგეგმილ გამოცდებს, რომელიც შეაფასებს მასწავლებლის წინსვლას, პროფესიულ ზრდას, სიახლეების დანერგვას პრაქტიკაში და მიმართულია სტატუსის ასამაღლებლად, მიმაჩნია რომ აუცილებელია, რადგან სტატუსის ამაღლება მოითხოვს დამატებით ძალისხმევას და ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, როგორც ფორმალური ისე, არაფორმალური განათლების გზით.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლება იყო იძულებითი გამოწვევა, (პანდემიიდან გამომდინარე) რომელსაც როგორც მთლიანი განათლების სისტემა, ასევე ჩვენი სკოლაც დადებითად გაუმკლავდა. პირველ წელს სწავლების ხარისხი უკეთესი იყო, რადგან დისტანციური სწავლება სიახლეს წარმოადგენდა და მოტივაციაც მაღალი იყო, თუმცა სინანულით უნდა ავღნიშნო, რომ მომდევნო წლებში იკლო მოტივაციამაც და სწავლების ხარისხმაც; განსაკუთრებით მაღალ კლასებში. ვფიქრობ, დროა სრულად პირისპირ სწავლებაზე გადასვლის.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- პანდემიამ მასწავლა, რომ არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ვერ გაუმკლავდები. საჭიროა სწორად შეაფასო რისკები და გამოიყენო შენი შესაძლებლობები.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

სემესტრული ქულების მნიშვნელობა - რაზე აისახება აკადემიური მოსწრება - ბიუჯეტი

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია

ღონისძიებაში  მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ

„კიდევ ერთხელ შევახსენეთ საკუთარ თავს, რომ ლადო ასათიანის მშობლიური კუთხის შვილობა თუ მისი სახელობის ბარდნალის სკოლის მოსწავლეობა ბევრს გვავალებს“

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნანა წაქაძე, ნათელა ირემაძე

მოსწავლეები აქტივობებს შემოქმედებითად მიუდგნენ და საინტერესო ნამუშევრები შემნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება