მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კოვიდ 19-ზე ტესტირების პროგრამაში ცვლილებები შედის. 1 მარტიდან PCR ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება, თუმცა გრძელდება სწრაფი ანტიგენ ტესტირების პროგრამა.
კოვიდ-ტესტირების რეჟიმების გადახედვა მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა. ქვეყანაში ძირითადი გავრცელების ვარიანტად რჩება ომიკრონი და გავრცელების პიკური სიდიდეები გადავლილია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს აქვს კლებადი სახე, ხოლო შემთხვევათა უმეტესობა ასიმპტომურად, ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს.
კოვიდ 19-ის სიმპტომების მქონე პირები, რომელთაც ანტიგენ ტესტის პასუხი უარყოფითი აქვთ უნდა დარჩნენ იზოლაციაში, მინიმუმ 5 დღის განმავლობაში. მდგომარეობის შემდგომი მართვის გეგმა კი უნდა ჩამოყალიბდეს სიმპტომების და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
PCR ტესტირება ნარჩუნდება მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებში, საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად.
გახდება თუ არა PCR ტესტები ფასიანი მასწავლებლებისთვის, გეგმური ტესტირების ფარგლებში? - ამ კითხვით Etaloni.ge-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ „პედაგოგებისა და ზოგადად სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, კოვიდტესტირება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, სწორედ ამ გეგმური შემოწმების ფარგლებში, მათ PCR ტესტში თანხის გადახდა არ მოუწევთ“; შესაბამისად, გეგმური ტესტირების ფარგლებში, იგივე წესი გავრცელება ბაღის პერსონალზე.
სხვა შემთხვევებში კი ისინი დაექვემდებარიან არსებულ კანონმდებლობას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა