სიახლეები
სამასწავლებლო

„ქვეყნის წინსვლა განათლების წინსვლაზეა დამოკიდებული“- შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხუციშვილი
01-03-2022
-
+


სასკოლო ცხოვრება მუდმივი სიახლეების ფონზე ვითარდება. ახალი გადაწყვეტილებები და ცვლილებები ყოველდღიურობად იქცა, შესაბამისად სკოლების დირექტორები ამ ვითარებაში მუდმივად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არიან.

etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორს, მანანა ხუციშვილს ესაუბრა.

- რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდობისთვის პედაგოგის პროფესია?

- უპირველეს ყოვლისა, ქვეყანა განათლებაზე დგას და თუ პატრიოტულად მივუდგებით, ქვეყნის წინსვლა განათლების წინსვლაზეა დამოკიდებული. ამიტომ ირჩევს მოაზროვნე ახალგაზრდობის დიდი ნაწილი პედაგოგობას... ამასთანავე, დღეს, მთავრობის ძალისხმევით ეს პროფესია დაფასებული და კარგად ანაზღაურებადი გახდა.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- კადრების დეფიციტს რაც შეეხება, აქ ორგვარი მოსაზრებაა: არსებობს მეცნიერებები, რომლებშიც ჭარბად არსებობენ პროფესიონალები და დაუსაქმებლებიც კი რჩებიან... და, არსებობს ისეთი (მაგ. ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და სხვები), რომლებსაც სამწუხაროდ, პროფესიად ცოტა ახალგაზრდა ირჩევს, რასაც ამ კადრების დეფიციტი მოსდევს.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- მასწავლებლის გამოცდა, მე ვფიქრობ, შესანიშნავი მეთოდია განათლების დონის შესაფასებლად, თუმცა, რაღაც სხვა კრიტერიუმებიც უნდა ემატებოდეს პედაგოგის შეფასებას.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლის ხარისხი ჩემთვის არადამაკმაყოფილებელია, იმიტომ, რომ პედაგოგი, რაც არ უნდა სურდეს, როგორც არ უნდა ცდილობდეს, სრულფასოვნად ვერ ახდენს ასეთი გაკვეთილების მართვას.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- მე, როგორც დირექტორს, პანდემიამ მასწავლა მეტი სიფრთხილე, მეტი ზრუნვა ჩემს მოსწავლეებზე, თანამშრომლებზე... მასწავლა მეტი ფიქრი მათი სიცოცხლის უსაფრთხოებაზე... დამაკისრა გაათმაგებული  პასუხისმგებლობა... და, მგონი, სიყვარულიც გამიასმაგა...

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება