მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსეთის სკოლებში 1 მარტიდან სპეციალური გაკვეთილები ჩატარდება ომის თემაზე: მასწავლებლებმა 7-11 კლასის მოსწავლეებს უნდა გააცნონ პუტინის მოსაზრებები „სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ და გაამტყუნონ მსოფლიო მოსახლეობის მოწოდებები ომის შეწყვეტის თაობაზე“. ასეთი გაკვეთილები ჩანიშნულია მოსკოვის, სახალინისა და ტულას სკოლებში. ვრცელდება სასწავლო გეგმა, რომლითაც ადგილობრივმა პედაგოგებმა უნდა იხელმძღვანელონ. რას მოიაზრებს „რუსული გაკვეთილები“?
პირველ ყოვლისა, რუსეთის მასწავლებლებმა უნდა აუხსნან ბავშვებს, რომ ისინი არიან მნიშვნელოვანი მოვლენების მოწმეები, რომელთაც ხანგრძლივი ისტორია აქვს.
უფრო კონკრეტულად კი, უნდა შთააგონონ: „უკრაინის სახელმწიფო მსოფლიო რუკაზე XX საუკუნემდე არ არსებობდა; ის გაჩნდა 1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ და მალევე შევიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მოგვიანებით შეუერთეს დონეცკი და ლუგანსკი, 1954 წელს კი - ყირიმი და მხოლოდ 1991 წელს უკრაინა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ჩვენ, რუსეთი, ყოველთვის ვზრუნავდით უკრაინაზე, რადგან ერთი ერი ვართ, მაგრამ 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რა დროსაც დაიღუპა ბევრი უდანაშაულო ადამიანი; ხელისუფლებაში მოვიდა პროამერიკული ძალა. მოსახლეობის ნაწილისთვის კი მიუღებელი აღმოჩნდა ეს გადატრიალება - აღნიშნული ეხებათ ყირიმისა და დონბასის მაცხოვრებლებს.
ადამიანებმა განაცხადეს, რომ სურთ, ისაუბრონ მშობლიურ - რუსულ ენაზე, მშვიდად იცხოვრონ და იშრომონ საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ კულტურულ სივრცეში. მოსახლეობისვე კეთილი ნებით ჩამოყალიბდა ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა - დონეცკისა და ლუგანსკის. და ამ წუთიდან დაიწყო პროტესტი კიევის ხელისუფლებისა...8 წელია დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობას უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში უწევს ცხოვრება, რუსეთი ახლაც ცდილობს მოვლენების ყველა ტრაგიკული მიმდინარეობა გადაწყვიტოს მშვიდობიანი გზით, მაგრამ სამწუხაროდ არც კიევის ხელისუფლება და არც დასავლელი თანამეგობრობა არ ასრულებს შეთანხმების პირობებს; მეტიც, ამწვავებენ ვითარებას როდესაც უკრაინას იარაღითა და სხვა სამხედრო რესურსებით ეხმარებიან. რუსეთი კი ყოველთვის იცავდა თავისი ხალხის ინტერესებს“ - ასე უნდა ისაუბრონ პედაგოგებმა რუსეთის სკოლებში; მეტიც - ახალ გეგმაში გაწერილია სავარაუდო კითხვები და უპირობო პასუხები, რომელთაც მასწავლებლებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაუხვიონ.
სავარაუდო კითხვები და სავალდებულო პასუხები:
- ეს ომია უკრაინასთან? შეგვეძლო მისი აცილება?
- ეს არ არის ომი უკრაინასთან, ესაა სპეციალური სამშვიდობო ოპერაცია, რომლის მიზანია იმ ნაციონალისტების შეკავება, ვინც ავიწორებს რუსულენოვან მოსახლეობას.
- რატომ გრძელდება საომარი მოქმედებები?
- ნატოს გაფართოება და მათი მოახლოება რუსეთის საზღვართან - ესაა საფრთხე თითოეული ჩვენგანისთვის; გვაქვს სამწუხარო გამოცდილება ერაყის, ლიბიისა და სირიის... გარდა ამისა, უკრაინას შეუძლია შექმნას ბირთვული იარაღი და ეს პირდაპირი საფრთხეა რუსეთისთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...