მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, საქართველოს მასწავლებლების სახელით, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ უკრაინის მასწავლებელთა პროფკავშირებს მხარდაჭერის და თანადგომის წერილით მიმართა.
„ძვირფასო კოლეგებო, დებო და ძმებო! საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინის სახელმწიფოს მიმართ. საქართველოს პედაგოგთა საზოგადოება, ისევე როგორც, ქართველი ხალხი, თანაგრძნობასა და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ჩვენ კარგად ვიცით რა ტკივილი და ტრაგედია მოაქვს რუსეთის აგრესიას. სამწუხაროდ, ამის დიდი გამოცდილება გვაქვს, ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე და უახლოეს წლებშიც, ვგულისხმობ 2008 წლის რუსეთის თავდასხმას საქართველოზე.
აღფრთოვანებული ვართ უკრაინელი ხალხის სიმამაცით და პრინციპულობით, რაშიც, ვფიქრობთ დიდი დამსახურება მიუძღვით უკრაინელ პედაგოგებს, რომელთაც შეძლეს თავისუფლებისმოყვარე და ეროვნული სულისკვეთების მქონე თაობების აღზრდა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი გამოვხატავთ ჩვენი წევრების სოლიდარობას უკრაინელი პედაგოგების, აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისადმი.
გამოვთქვამთ მზადყოფნას, თქვენთვის სასურველ პერიოდში, ჩვენი ორგანიზაციის დასასვენებელ-სატრენინგო ბაზებზე ვუმასპინძლოთ თქვენ მიერ გამოგზავნილ ჯგუფებს, ამ მძიმე პერიოდშიც და ომის დასრულების შემდეგაც, ღრმად ვართ დარწმუნებული გაიმარჯვებთ!. საქართველოში ყოფნის დროს, უკრაინელი კოლეგები უზრუნველყოფილი იქნებიან სპმთპ-ის მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წევრები იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ჰუმანიტარულ აქციებში, მოგმართავთ თხოვნით, გვაცნობოთ, რა სახის ჰუმანიტარული დახმარება გჭირდებათ, სასწავლო პროცესისა და პედაგოგების საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის.
გისურვებთ გამარჯვებას და მშვიდობას!
გაუმარჯოს უკრაინას!“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა