სიახლეები
სკოლები

„სიყვარულსა და ნდობას ვგრძნობ ჩემი მოსწავლეებისგან, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია“ -ინგა ტალახაძე, გუბის საჯარო სკოლის დირექტორი
02-03-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ინგა ტალახაძე პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- მოსწავლეს პირველ რიგში, საკუთარი, პირადი მაგალითით ვასწავლით. თუ აღმზრდელის სიტყვა და საქციელი ერთმანეთისგან შორსაა, ის ვერასდროს შეძლებს ღირსეული ადამიანების აღზრდას. ყველაზე მარტივად ბავშვები ამჩნევენ სიყალბესა და უსამართლობას და თუ გულწრფელი არ ხარ, ვერასდროს მოიპოვებ მათ ნდობას.

უმთავრესი კი რაც მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, ეს ერთმანეთის, სიმართლისა და თავისუფლების სიყვარულია და, აქედან გამომდინარე, სიმართლის მხარეს ყოფნა, მისი დაცვა და ერთგულება.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- იდეალური ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ თითოეულ მოსწავლეშია რაღაც განსაკუთრებული, რისი შემჩნევაც ზოგჯერ არც ისე მარტივია. არასდროს არავის არ უნდა შეხედო როგორც უმნიშვნელოსა და უბრალოს, პირველ რიგში კი, ბავშვს და სწორედ მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და რეალიზებაში. ესაა მისი უმთავრესი მისია. „სალამურში ხმა სულ მუდამ არის“ და „ქვის ზოდშიც მუდამ ზის ქანდაკება“.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

- მშვიდი და დაცული გარემო, სადაც ბავშვებს ყველა პირობა ექნებათ იმისთვის, რომ თამამად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- სიყვარულსა და ნდობას ვგრძნობ ჩემი მოსწავლეებისგან. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის, რომელიც სირთულეების წინაშე ძალას მმატებს.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- რომ დღევანდელი რთული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე ბევრი საინტერესო იდეა და პროექტი რჩება განუხორციელებელი. თუმცა ვცდილობთ, იმედიანი განწყობა შევინარჩუნოთ და ყველა გამოწვევას ღირსეულად გავუმკლვდეთ.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- მხნეობა და ერთმანეთისადმი თანადგომა, მხოლოდ ასე შევძლებთ დაბრკოლებების გადალახვას.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- პანდემია მალე დასრულდება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება