სიახლეები
სკოლები

დიდივანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ლიზი ჯანელიძე ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
02-03-2022
-
+


ისიდორე რამიშვილის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ლიზი ჯანელიძემ საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის კონკურსში - „ჩვენი ქვეყნის ისტორიის საუკუნოვანი მარგალიტები“ მონაწილეობა მიიღო.

მოსწავლემ კონკურსში სპეციალური სიგელი ნაშრომისთვის - „ნოე რამიშვილი“ დაიმსახურა, რომლის შესახებაც ლიზიმ მეტად საინტერესო ნაწერი წარადგინა. etaloni.ge ნიჭიერი მოსწავლის ნაშრომს უცვლელად გთავაზობთ:

„აღმოსავლეთ გურიაში,კერძოდ  სოფელ დიდვანში პირველი სკოლა დაარსდა 1887 წელს. ამ სკოლაში  აღიზარდა რამდენიმე საზოგადო და მსოფლიოში ცნობილი პიროვნებები „ისტორიული ეპოქის საუკუნის მარგალიტები“ როგორიცაა: ისიდორე რამიშვილი, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ჩოხატაურის სოფელ დიდივანის საგანმანათლებლო კერის, სკოლის დაარსება ისიდორეს ეკუთნის (დიდივანის საჯარო სკოლა ამჟამად 135 წლისაა), რომელიც დახვრეტილი იქნა ბოლშევიკების მიერ. აგრეთვე, მსოფლიოში ცნობილი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ნინო რამიშვილი და დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარე ნოე რამიშვილი და სხვები. ამჯერად ჩვენს მოგონებებს შევაჩერებთ ნოე რამიშვილზე.

ნოე რამიშვილი დაიბადა 1881 წელს . ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდვანში, დაამთავრა ამავე სოფლის სკოლა.

მისი მასწავლებელი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე ისიდორე რამიშვილი იგონებს ნოეს შესახებ შემდეგს: „ყველაზე დიდი ფრინველი, სურების სკოლიდან რომ ამოფრინდა, ნოე ბესარიონის ძე რამიშვილია, რომლის შესახებ საჭიროა ითქვას რამოდენიმე სიტყვა. ის შემოვიდა ჩვენთან ახლად გახსნილ სურების სკოლაში ექვსი წლის ბავშვი, შემოყვა თავის უფროს ძმებს. რადგანაც ის ძლიერი პატარა იყო და სერიოზული სისტემატიური მეცადინეობისათვის მომზადებული არ იყო, მოწაფეთა რიცხვში არ შემიტანია. ნოე მთელი გაკვეთილის დროს გაუნძრევლად იჯდა თავის ადგილას, მისჩერებოდა მასწავლებელს თავისი პატარა თაგვის თვალებით, თაგვსავით აცქვეტილი ყურებით ბეჯითად ისმენდა ყოველივე ახსნას. როცა ბავშვები ხელს აწევდნენ, რომ მასწავლებელს მათთვის ეკითხა, ნოეს ხელიც არასდროს უკან არ რჩებოდა. როდესაც ვკითხავდი მას, უმეტეს შემთხვევაში სწორი პასუხი მზად ჰქონდა. თავისი პატარა ტანით წინ მოიხრებოდა, ხელს ისარივით გამოიშვერდა და თვალები უელვარებდა თითქოს მემუდარებოდა - მე მკითხეო. მეც სურვილს ხშირად ვუსრულებდი, რომ წამეხალისებინა ეს თაგუნა. მართლაც, მთელი თავისი აგებულებით თაგუნას მოგაგონებდათ.  დაუცხრომელი და ენერგიული იყო კლასში, მაგრამ ეზოში ცელქობა-თამაშობაში მონაწილეობას არ იღებდა, თითქოს ეს სხვისი საქმეა, და არა მისი. მისი საქმე იქ კლასშია, სადაც შესვლას ზარის  დარეკვის შემდეგ ვერავინ მოასწრებდა, სადაც დაიჭერდა თავის ადგილს და მომზადებული ეგებებოდა ახალ გაკვეთილს“.

შემდეგ შევიდა „იურიევის“ უნივერსიტეტში იურდიულ ფაკულტეტზე, რადგან რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა.

ნოე რამიშვილი იყო ერთ-ერთი აქტიური და ავტორიტეტული ფიგურა ანტისაბჭოთა მოღვაწე, ემიგრაციის პირობებში ებრძოდა ბოლშევიკებს, ის იყო დევნილი საქართველოდან.

1903 წელს ივნისში მისი ხელმძღვანელობით დაარსდა გურიის გლეხთა სოციალ-დემოკრატიული კომიტეტი.

1908-1910 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, სწავლობდა მარქსიზმს, ეცნობოდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას, იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. მისი ინტერესის სფერო იყო ეკონომიკური მეცნიერება და ფილოსოფია.

1910 წელს დაბრუნდა საქართველოში, 2 ნოემბერს დააპატიმრეს და გადაასახლეს დონის როსტოვში.

1917 წლის ნოემბერში ნოე რამიშვილი აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, 1918 წლის 22 აპრილს დაინიშნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად, იყო ბათუმის სამშვიდობო დელეგაციის თავმჯდომარე ოსმალეთის იმპერიასთან მოლაპარაკებებისას.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, იმავე დღეს აირჩიეს ახლადშექმნილი საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პირველ თავმჯდომარედ. ამ პოსტზე შეცვალა ნოე ჟორდანიამ, ხოლო, ნოე რამიშვილი დარჩა შინაგან საქმეთა, განათლების და სამხედრო მინისტრად.

საბჭოთა  რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს რამიშვილი საქართველოს მთავრობასთან ერთად საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა.

1930 წლის 7 დეკემბერს ქართველმა ემიგრანტმა პარმენ ჭანუყვაძემ „ჩეკას“ დავალებით მოკლა პარიზში, იტალიის მოედანზე ნოე რამიშვილი, დაკრძალულია ბანიოს სასაფლაოზე, შემდეგ კი გადაასვენეს ლევილში. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა მისი ოჯახი, რომელიც საქართველოში იყო დარჩენილი. 1949 წელს ყაზახეთში გადაასახლეს ნოე რამიშვილის და, 87 წლის მართა რამიშვილი, რომელიც გზაში გარდაიცვალა.

P.S ნოე რამიშვილის შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა ორიოდე წლის უკან , რომელიც ცხოვრობს საფრანგეთში მოინახულა თავისი ბაბუის კარ-მიდამო, აშენა საცხოვრებელი სახლი“, - წერია ლიზი ჯანელიძის ნაშრომში.

აღსანიშნავია, რომ თავად სკოლამ საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავჯდომარის, გარი ჩაფიძისგან სკოლის 135 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მისალოცი წერილი მიიღო.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება