სიახლეები
სკოლები

„მინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო izrune.ge-ს მიმართ“-ბათუმის N10 საჯარო სკოლის პედაგოგი ნატალია ჩხარტიშვილი
02-03-2022
-
+


ბათუმის N10 საჯარო სკოლას ყოველთვის პროფესიონალი და გამორჩეულად მოტივირებული პედაგოგები ჰყავს, ერთ-ერთი კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატალია ჩხარტიშვილია. გამორჩეული პედაგოგის მოსწავლეები საგანმანათლებლო პორტალში izrune.ge-ს დიდი მონდომებით არიან ჩართულნი.

ნატალია ჩხარტიშვილის მოღვაწეობა ბათუმის N10 საჯარო სკოლაში უკვე 30 წელს ითვლის და ამჟამად მე-43 კლასის დამრიგებელია. პედაგოგი სპეციალურ წერილს ავრცელებს, რომელსაც etaloni.ge გთავაზობთ.

„ბათუმის N10 საჯარო სკოლა ჩვენი ქათქათა და მზიანი ბათუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო წერტილია, რომელსაც ჰყავს პროფესიონალი პედაგოგები და გამორჩეული, მოტივირებული დირექცია. თითქმის 30 წელს ითვლის ჩემი ამ სკოლაში მოღვაწეობა და ცხოვრებაც, რადგან სკოლა ჩემი მეორე ოჯახია. ჩემთვის დიდი პატივი და ნდობაა, ვიყო ამ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. ამჟამად, მე-43 კლასის დამრიგებელი გახლავართ. უსაზღვროდ მიყვარს ჩემი პატარები, გამორჩეულები სწავლისადმი გულისხმიერებით, მეგობრობით, ერთმანეთის მიმართ სიყვარულით. ისინი მრავალმხრივი ნიჭითა და უნარებით არიან დაჯილდოებულები, რაც უზომოდ მახარებს და მუშაობის მეტ სტიმულს მაძლევს.

მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში, თუმცა უმთავრესი მათთვის ონლაინ პლატფორმა izrune.ge-ია, რომელიც ეტალონის 15 წლიან გამოცდილებას ეფუძნება და რომელმაც განსაკუთრებული დახმარება გაუწია პატარებს პანდემიის პირობებში ცოდნის გაღრმავებასა და ახალი ინფორმაციის მოპოვებაში. ყოველკვირეული სავარჯიშო ტესტები თემატურად და ემოციურადაა დატვირთული. ძალიან საინტერესოა „სიბრძნის ხუთშაბათი“, ყოველკვირეული სავარჯიშო ტესტები განსაკუთრებულად მოსწონთ ჩემს ბავშვებს. კლასში დაბრუნებულები, საოცარი ემოციებით მესაუბრებიან სულხან-საბა ორბელიანის და მისი სიბრძნის შესახებ. ასევე, ძალიან მოსწონთ „წიგნიერების ხუთშაბათის“ ტესტები, რომელშიც ეცნობიან და კითხულობენ კლასიკოსთა ნაწარმოებებს.

ნათქვამია, „მასწავლებლებს სიტყვა მისცეს არა მოსაფიქრებლად, არამედ სხვისი აზრის გასაღვიძებლადო“ - სწორედ ამას ვცდილობ, როცა კლასში ერთად განვიხილავთ კლასიკოსთა შემოქმედებას. ჩემთვის ფრიად მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის ნააზრევი და ნაფიქრალი. მასწავლებლის ამოცანაც ხომ არა მხოლოდ მაქსიმალური ცოდნის მიცემაა, არამედ ბავშვებში ცოდნის დამოუკიდებელი ძიებისადმი ინტერესების გაღვიძებაა. მინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო izrune.ge-ს პროექტისა და მისი შემოქმედებითი გუნდის მიმართ, იმ დაუღლელი შრომისა და დიდი სიყვარულისთვის, რომელსაც თითოეული მათგანი თავიანთი მუხლჩაუხრელი შრომით გასცემენ!“, - წერს პედაგოგი ნატალია ჩხარტიშვილი.

აღსანიშნავია, რომ Izrune.ge ამაყობს ძვირფასი დამრიგებლებით, რომლებიც გულმოდგინედ შრომობენ, საყვარელი მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისთვის.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება