სიახლეები
ეტალონი

„ეტალონის“ მონაწილეებს ვურჩევ, რომ მუდამ ისწრაფონ მიზნისკენ, შრომა აუცილებლად მოიტანს შესაბამის შედეგს,“ - „რუსთავის ეტალონი მოსწავლე“
27-02-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „რუსთავის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

რუსთავის N5 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მენეჯერი ვეფხვია გულედანი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„რუსთავის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს რუსთავის N20 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარი ბრეგვაძე დაეუფლა.

ის პროექტში შარშანაც მონაწილეობდა, თუმცა „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს მაშინ ვერ დაეუფლა. მას მერე მიზნად დაისახა პროექტში გამარჯვება და წელს მიაღწია კიდეც სასურველ შედეგს:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ვფიქრობ, რომ იგი ახალგაზრდებს მოტივაციას უმაღლებს. მე შარშანაც ვმონაწილეობდი ინტელექტ-ჩემპიონატში, თუმცა „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს მაშინ ვერ დავეუფლე. მას შემდეგ უფრო მიზანდასახული გავხდი, ვცდილობდი, რომ მიზნისთვის მიმეღწია და მივაღწიე კიდეც. „ეტალონის“ მონაწილეებს ვურჩევ, რომ მუდამ ისწრაფონ მიზნისკენ, შრომა აუცილებლად მოიტანს შესაბამის შედეგს.“ 

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა:

„რუსთავი ძალიან აქტიურადაა ჩართული პროექტ „ეტალონში“. ინტელექტ-ჩემპიონატი სკოლებში ყოველთვის დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ „ეტალონს“ და ეს არაერთხელ დაუდასტურებია რუსთავის მუნიციპალიტეტს. ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა. ძალიან კარგია, რომ ამ პროექტში ასაკის შეზრუდვა არ არის. მე-8-მე-11 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნაში ეჯიბრებიან და უფრო მოტივირებულები ხდებიან, რომ მეტს მიაღწიონ.“

რუსთავის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მენეჯერი ვეფხვია გულედანი:


„ეტალონი“ ძალიან ღირებული პროექტია, რადგან ახალგაზრდების განათლებას ემსახურება. განათლება კი ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების პრიორიტეტია. ვფიქრობ, რომ არაფორმალური განათლების წახლისება ამ ფორმით ძალიან მნიშვნელოვანია. „ეტალონი“ მასშტაბური პროექტია, მასში ჩართული სკოლების რიცხვი ძალიან დიდია. პროექტი მოსწავლეთა ცოდნის გამოვლენას, მათი მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. ჩვენ შარშანაც აქტიურად გიჭერდით მხარს, წელსაც და მომავალ წლებშიც ასე გაგრძელდება. წარმატებებს გისურვებთ.“

რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი გეგი ლიპარტელიანი:

„ეტალონი“ თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს; ხელს უწყობს მომავალი თაობის განათლებულობას, ნიჭიერი მოსწავლეების წახალისებას. ჩვენი სკოლებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. სასიამოვნოა, რომ ბავშვები ერთმანეთს ცოდნაში ეჯიბრებიან. მივესალმებით ამ პროექტს. ნიჭიერი ბავშვების ხელშეწყობის საქმეში დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ „ეტალონთან“ თანამშრომლობას.“

რუსთავის N20 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა იჩქიტიძე:

„ის, რაც საგანმანათლებლო კუთხით კეთდება მოსწავლეებისთვის, ნამდვილად სასიამოვნოა. ჩემი სკოლის მოსწავლეები წინა წლებშიც მონაწილეობდნენ „ეტალონში“. შარშან მარი ათეულში გავიდა. მოლოდინი მქონდა, რომ წლევანდელი მისი გამოსვლა უფრო წარმატებული იქნებოდა. ჩვენი სკოლიდან ინტელექტ-ჩემპიონატში წელს 5 მოსწავლე მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ მე-4 ადგილზეც ჩვენი სკოლის მოსწავლე გავიდა. პროექტი ბავშვების მოტივაციას ზრდის. სკოლებში ბევრი კონკურსი ტარდება, მაგრამ „ეტალონი“ განსხვავებულია იმით, რომ ორინეტირებულია ზოგად განათლებაზე და მოსწავლეებს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის.“

„რუსთავის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მარი ბრეგვაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება