სიახლეები
სკოლები

„მზია დვალიძე ზნეობის მრწამსი გახლავთ“-ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგს ემოციურ წერილს უძღვნიან
03-03-2022
-
+


სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში არაერთი ღვაწლმოსილი პედაგოგი ასწავლის, რომელთა შრომის შედეგად არაერთი ღირსეული თაობა აღიზარდა. ერთ-ერთი ასეთი პედაგოგი კი დაწყებითი კლასების დამრიგებელი მზია დვალიძე გახლავთ.

მზია დვალიძე ბოლნისში ერთ-ერთი თვალსაჩინო პედაგოგია და სწორედ მისი ამაგის შესახებ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინო დოხტურიშვილმა მეტად ემოციური წერილი დაწერა, რომელსაც etaloni.ge გთავაზობთ:

„მერცხლის ბუდეში მჯდომი ბარტყებივით ფრენას რომ ასწავლის, გზას რომ ულოცავს და დედაშვილურ ალერსს რომ უძღვნის თავის პატარა ანგელოზებს, ვინ არის ეს თუ არა დაწყებითი კლასის პედაგოგი.. ისეთ სიყვარულს და სიხარულს ქადაგებს მოსწავლეებში, რომელთაც პატარები დროთა განმავლობაში ითვისებენ, სისხლით და ხორცით აღიქვამენ... თითოეული დეტალი, რომელიც პატარების ცნობიერებაში მრწამსივით ილექება, გადადის პატივისცემაში; ეს არის ამ დიდი ზრუნვის შედეგი, რასაც იმედი და ნდობა ჰქვია, ხოლო ამ  ზნეობის მრწამსი გახლავთ მზია დვალიძე... ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის I კლასის პედაგოგი და ჩემი შვილის დამრიგებელი. საოცრად თბილი ადამიანი, მზრუნველი, გვერდში მდგომი და საკუთარი საქმის პროფესიონალი... მისი მიზანი არ არის მხოლოდ იმ საგნების შესწავლა, რომელიც გათვლილია ამ პატარებზე; ის ყოველთვის ქადაგებს დიდ ადამიანურ ზნეობრივ პრინციპებზე და ამით ბავშვებს ცნობიერებაში მეტ მამულიშვილობას, ქართველობას, უნერგავს... მზია მასწავლებელი, ბოლნისში გახლავთ ერთ-ერთ წარჩინებული პედაგოგი. სწორედ ასეთი პრინციპები და პიროვნული ღირებულებები სძენს მას განსაკუთრებულ იერს... პირველი კლასელი მერცხლები კი დღევანდელი დღეს, მათი დამრიგებლის ორგანიზებით, დიდ სიყვარულს უძღვნიან მშობელ დედას, ამით აგრძნობინებენ იმ ენით გამოუთქმელ ბედნიერებას, რომელსაც დედაშვილობა ჰქვია! გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას!“, - წერს ნინო დოხტურიშვილი.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

პროექტში ჩართულნი იყვნენ, საბაზო საფეხურის-  მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება