მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგთა საგამოცდო მასალა მსუბუქად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოცულობითია - 4000 გვერდამდე, რაც მომავალი აპლიკანტების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. არაერთხელ აღინიშნა, რომ ეს შეგნებულად მოხდა, რათა მასწავლებლებმა გამოცდა ვერ ჩააბარონ. მართალია, მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა იკითხა - რატომ უნდა მაწყობდეს, ვინმე ჩაიჭრასო? თუმცა მსგავსი რიტორიკა წინასაგამოცდოდ დიდი ვერაფერი შეღავათია.
რატომაა საგამოცდო მასალა ასეთი მოცულობითი? - ბერიკა შუკაკიძე განმარტავს:
„რესურსი ბევრია, მაგრამ რომ არ ყოფილიყო, იტყოდნენ, რა არის ეს სამი წიგნიო?.. კარგი მასწავლებელი ამ რესურსებს გადაავლებს თვალს, მისთვის საჭირო კომპონენტებს ამოიკითხავს და როდესაც „ნაეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტულად, როგორი გამოცდა იქნება, უფრო გაუადვილდებათ პედაგოგებს ამ საკითხებში გარკვევა.
უმეტესობა საკითხებისა თქვენ წაკითხული გაქვთ... იქ არის ახალი ლიტერატურაც, რითაც გავამდიდრეთ თქვენი პროფესიული ბიბლიოთეკა... ვნახოთ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია და ღმერთმა ქნას, ყველა ძალიან მაღლი დონის მასწავლებელი იყოს. ფინეთის განათლების მოდელი რატომაა წარმატებული? - იქ იურისტობაზე რთულია მასწავლებლობა და როგორც ბრაზილიის ნაკრებს არ სჭირდება მწვრთნელი, ისე ფინელ მასწავლებლებს არ სჭირდებათ ზემდგომი... ჩვენთანაც ასე რომ იყოს, რომელი ჭკუათმყოფელი შეუშლის ხელს?!“
იხილეთ ასევე:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა