დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა სურმანიძემ, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა
04-03-2022
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-11ა კლასის მოსწავლე ანა სურმანიძემ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია წარადგინა.
მან საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუციის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრეზენტაციამ წარმატებით და საინტერესოდ ჩაიარა.
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბით პროგრესულად აღიარებული დოკუმენტი, 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგება.
1921 წლის კონსტიტუციის მე-12 თავიში ვკითხულობთ;
სწავლა-განათლება და სკოლა
მუხლი 109.
ხელოვნება, მეცნიერება და მათი სწავლება თავისუფალია; სახელმწიფოს მოვალეობაა მფარველობა გაუწიოს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.
მუხლი 110.
პირველდაწყებითი სწავლა საყოველთაო, უსასყიდლო და სავალდებულოა. საზოგადო სკოლების სისტემა ერთს ორგანიულ მთლიანობას წარმოადგენს, სადაც პირველდაწყებითი სკოლა საფუძველია საშვალო და უმაღლესი სკოლისა.
სწავლა-განათლება ყველა საფეხურის სკოლებში საეროა.
მუხლი 111.
სახელმწიფო მიზნად ისახავს: პირველდაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცეს.
ამ მიზნის განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადასდებენ ყოველ წლიურად.
მუხლი 112.
კერძო თაოსნობით დაარსებული სკოლა ემორჩილება საერთო სასკოლო კანონს.
კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, დაიბეჭდა.
კონსტიტუციის დღესა და 1921 წლის თებერვლის მოვლენებზე, რომელიც წინ უძღოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და ტრაგიკულ მოვლენებს, რასაც შემდგომში მოჰყვა ოკუპაცია მოსწავლეებმა პედაგოგებისგანაც მოისმინეს საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის საუკუნისწინანდელ ისტორიას ეხება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.