მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ხათუნა ოქრიაშვილთან ერთად, ქართულ ენაში კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.
დავალების თემა გახლდათ - გოგებაშვილის - „ბერიკაცი და ნამყენის“ მიხედვით სიუჟეტის გაგრძელება. დავალების პირობა კი: რა მოხდება 15 წლის შემდეგ?
თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა განსხვავებული შინაარსის ნამუშევარი, რომელსაც დაურთო: ნახატი, მათ შორის ციფრული და ნაძერწი ნაკეთობა. პრეზენტაცია იყო სახალისო და საინტერესო.
აღსანიშნავია, რომ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და აღნიშნულ დავალებებზე წარმატებით მუშაობენ.
იხილეთ ვიდეო:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა