სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„ონლაინ სწავლების სრულყოფილად წარმართვა იმაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე დასწრებული სწავლება“- ნანა მიქავა, წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის დირექტორი
07-03-2022
-
+


მასწავლებლის რთული პროფესია, ნანა მიქავამ მაშინ აირჩია, როდესაც საბავშვო ბაღში სწავლობდა. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში ჰქონდა გააზრებული, რომ მისთვის პედაგოგობა სასურველი პროფესია იყო და სურდა, მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში საკუთარი წვლილი შეეტანა. სწავლა წალენჯიხის N5 საჯარო სკოლაში დაასრულა და უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, 1990 წელს მშობლიურ სკოლაში მასწავლებლად მიიწვიეს... მას შემდეგ, წალენჯიხის N5 საჯარო სკოლას ერთგულად ემსახურება.

2006 წლიდან ნანა მიქავა წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის დირექტორის რანგში მოღვაწეობს, თუმცა საყვარელი პროფესიისთვის არ უღალატია და მცირე საათებით ბავშვებს გეოგრაფიას კვლავ ასწავლის. მისი აზრით, დირექტორობა მარტივი არ არის... იგი, მუდმივად ზრუნავს, რათა სკოლაში პოზიტიური და უსაფრთხო სასწავლო გარემო შექმნას, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის.

როგორი უნდა იყოს წარმატებული დირექტორი, რას ფიქრობს კოვიდეპოქაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, ადმინისტრაციისა და თანამშრომლების ხელფასების ზრდაზე, მასწავლებელთა გამოცდებზე და კიდევ მრავალ საინტერესო საკითხებზე პასუხებს წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის დირექტორთან, ნანა მიქავასთან ინტერვიუში ამოიკითხავთ. თუმცა, საგანმანათლებლო აქტუალურ საკითხებზე საუბრამდე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისთვის გვერდი არ აუვლია.

- უკრაინაში რაც ეს პროცესები დაიწყო, ყოველდღე ძალიან დიდ განცდებსა და ემოციებში ვარ... ძალიან განვიცდი ამ რთულ სიტუაციას. მე და ჩემი პედაგოგები ვცდილობთ, რაღაცნაირად მოვახერხოთ და მოსწავლეებზე ეს სტრესი და ომის შიშის მოლოდინი არ აისახოს. ყოველდღე ვამხნევებთ ერთმანეთს, რომ მსოფლიოში მშვიდობა აუცილებლად დაისადგურებს. ბავშვებზე ძალიან მოქმედებს აღნიშნული ამბები და თავის მხრივ, სხვადასხვა აქტივობებით, მაგალითად ნახატების შესრულებით ცდილობენ მხარდაჭერა გამოხატონ უკრაინის მიმართ. მთელი სასკოლო საზოგადოება ვუსამძიმრებთ უკრაინას ამ უდიდეს დანაკარგს და ვიმედოვნებთ, სულ მალე დაისადგურებს მშვიდობა.

- 1990 წლიდან წალენჯიხის N5 საჯარო სკოლაში მოღვაწეობთ, ჯერ პედაგოგის და სასწავლო ნაწილის ამპლუაში, ახლა კი თითქმის 16 წელია დირექტორი ბრძანდებით. რაში მდგომარეობს თქვენთვის წარმატებული დირექტორობის საიდუმლო?

- ვფიქრობ, დირექტორობა მარტივი არ არის. ვცდილობ სკოლაში ისეთი პოზიტიური გარემო შევქმნა, სადაც მთავარი მზრუნველობა, ნდობა და ურთიერთპატივისცემაა. ხელმძღვანელობისთვის მთავარი საყრდენი ურთიერთობა, გუნდური მუშაობა და თანამშრომლობითი ურთიერთობის კულტურაა; აქედან გამომდინარე, ნამდვილად მთელი ენერგიით ვმუშაობ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის განვითარებაზე მიმართული გარემო შეიქმნას... ეს ჩემთვის და ჩემი ყველა პედაგოგისთვის უმთავრესია. სკოლაში მოსწავლის უფლებებს ვიცავთ და მათი უნარ-ჩვევების განვითარებაზე ვზრუნავთ. ბავშვს სკოლაში მოსვლა უნდა უხაროდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მიკედლებული ვართ წალენჯიხის წალენჯიხის N1 საჯარო სკოლას (ჩვენი სკოლა ავარიულია და სწორედ ამიტომ დროებით ამ სკოლაში ვაგრძელებთ მოღვაწეობას) მაინც ვაგრძელებთ ჩვენი უფლება-მოვალეობების შესრულებას.

- ქალბატონო ნანა, კოვიდპანდემიის ეპოქაში თქვენს სკოლაში სწავლა, როგორ მიმდინარეობს?

- ამ ეტაპზე, სწავლა დასწრებით ფორმატში მიმდინარეობს. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ დისტანციური სწავლება ძალიან შრომატევადი საქმეა და საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის ასოცირებული. სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვა იმაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე დასწრებული სწავლება. ასევე, სირთულეს წარმოადგენს მოსწავლეებში ტექნიკისა და ინტერნეტის საკითხები, თუმცა ჩვენ ძალიან კარგი მშობლები გვყავს, რომლები შვილების განათლებაზე ზრუნავენ. წარმოიდგინეთ, მათთვის ფინანსურად, როგორი რთულია ინტერნეტზე თანხის ჩარიცხვა, რათა მათმა შვილებმა გაკვეთილებზე დასწრება შეძლონ. ჩვენის მხრივ ძალიან ვუწყობთ ბავშვებს ხელს. ყოფილა შემთხვევა მშობლებისთვისაც კი შეგვითავაზებია ჩვენი სკოლისა, თუ საკუთარი ტექნიკა. რაც შეგვიძლია ჩვენ ყოველთვის აღმოვუჩენთ დახმარებას და გვერდში დავუდგებით.

- პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ, როგორ ფიქრობთ ეს ზრდა საკმარისია და აქვე ჩაგეკითხებით, როგორ ფიქრობთ პედაგოგის საქმიანობა სათანადოდ არის დაფასებული?

- ვფიქრობ, დღეს მასწავლებლები ნამდვილად არიან დაფასებულები. ჩვენ ამას ნამდვილად ვგრძნობთ იმ ზრუნვითა და ხელშეწყობით რაც ახლაა. ხელფასების საკმარისობაზე კი რა ვიცი... კარგია, რომ მცირედით მაინც მოიმატა, თუმცა მსოფლიოში არსებული კრიზისის ფონზე... დირექტორის, მოადგილის და საქმის მწარმოებლის ხელფასები ამ ეტაპზე მწირია. მშვიდობა იყოს მსოფლიოში და ვფიქრობ, ესეც გამოსწორდება მომავალში. ადმინისტრაციას, პედაგოგებთან შედარებით ნაკლებად კი არა ბევრად ცოტა ხელფასი აქვს... მით უფრო იმის, ფონზე თუ რამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ.


- ქალბატონო ნანა, თქვენი პედაგოგები თუ აპირებენ წელს გამოცდებზე გასვლას და ზოგადად, კარიერული წინსვლის სქემაზე რას ფიქრობთ?

- ჩემს სკოლაში 16 უფროსი სტატუსის, 6 წამყვანი და 3 პრაქტიკოსი მასწავლებელია. თავად მეც, უფროსი სტატუსი მასწავლებელი გახლავართ. ჩემი თითოეული პედაგოგი მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ერთ ადგილას არ დგანან და კარიერულ წინსვლაზე ყოველთვის ფიქრობენ. რა თქმა უნდა, აპირებენ გამოცდაზე გასვლას და მეც მათ შორის ვარ. აქვე მინდა ვთქვა, რომ სკოლაში მასწავლებლის სახლიდან, ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ექსპერტიც გვყავს. რაც შეეხება, კარიერული წინსვლის სქემას ვფიქრობ, მასწავლებლების პროფესიული ზრდისთვის კარგია. რა თქმა უნდა, გამოცდებიც ძალიან კარგია კარგია, თუმცა, მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება სხვა მეთოდებითაც შეიძლება.

- პრაქტიკოსი მასწავლებლების შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებდით?

- სამინისტროს გადაწყვეტილებას დადებითად შევაფასებ. რამდენი წელია რაც მასწავლებლების ამ სქემაში ჩართვა მიმდინარეობს, რომ რაღაცნაირად მასწავლებლის სტატუსის შეცვლა მოხდეს და ლოგიკურია, რაღაც გადაწყვეტილებამდე რეფორმა უნდა მივიდეს. მასწავლებელი არ უნდა იყოს ერთ ადგილზე გაჩერებული, საკუთარ პროფესიას მუდმივად ანახლებდეს, ამიტომაც დადებითად მიმაჩნია აღნიშნული გადაწყვეტილება. მასწავლებლებს სამინისტროს მხრიდან ძალიან ბევრი შანსი მიეცათ. მუდმივად ეუბნებიან პედაგოგებს, დაესწარით ტრენინგებს, მოემზადეთ, მეტი სიახლეები და ინფორმაცია გაითავისეთ, ამ ფონზე ვფიქრობ, მასწავლებლების მხრიდან პირად პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა უნდა იყოს.

- ქალბატონო ნანა, ახსენეთ, რომ ავარიული შენობის გამო დროებით წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში იმყოფებით. ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, როდის გადახვალთ საკუთარ შენობაში?

- კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, თუმცა 2022 წლის გეგმაში ჩვენი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გათვალისწინებული, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერი დაწყებულა. ვფიქრობ, 2 წლის განმავლობაში წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში მოგვიწევს ყოფნა, რადგან ვფიქრობ, ჩვენის სკოლის რეაბილიტაცია მალე ვერ მოხდება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება