მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა.
სკოლაში 3 მარტს ღონისძიება მიეძღვნა, სადაც საპატიო სტუმრებად მოსწავლეების დედები იყვნენ მიწვეული. მოსწავლეებმა ლექსები და ჩანახატები წაიკითხეს, იმღერეს და თითოეულ დედას პერსონალურად მიმართეს და ასე აუხსნეს სიყვარული.
მოსწავლეებმა გულზე ქაღალდისგან გამოჭრილი გულები დაიბნიეს და დედებს ყვევილები მიართვეს.
აღნიშნულ ღონისძიებას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, სასწავლო ნაწილი დალი სილაგაძე და სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ.
„მართლაც, რა ვართ ეს ქართველები, რაც ყველაზე ლამაზი და მშვენიერი გვაქვს გაზაფხულს, რომ დავუკავშირეთ. თუ გაზაფხულის დღეთა გამონათებას მივადევნებთ თვალს, ბევრი ბევრი ლამაზი დღესასწაული შეგვხვდება, მაგრამ განსაკუთრებულია დედათა დღე... დედა, როგორც გაზაფხული - სიცოცხლის, მარადიულობის, ახალგაზრდობის, სისპეტაკისა და ყოველი მშვენიერების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ შეუკერა ქართველმა ხალხმა ამ დღესასწაულს სადედოფლო კაბა წელიწადის ამ დროს, დასვა სამეფო ტახტზე და გახადა „ხელიხელსაგოგმანები". ამ „ხელიხელსაგოგმანებელ" დღესასწაულს მიეძღვნა მოკრძალებული ღონისძიება სკოლაში.
დამსწრეებმა დადებითად შეაფასეს დღევანდელი დღე და უსურვეს მოსწავლეებს კიდევ უამრავი სადღესასწაულო დღეების მოწყობა.ბოლოს კი ყველას გაუგზავნეს დალოცვა: ,,საითაც წახვიდეთ და წამოხვიდეთ, ამ დაღლილი მზის მადლი და სხივები არ მოგკლებოდეთ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც