სიახლეები
სიახლეები

„თუ რუსეთის მასწავლებლები მიესალმებიან პუტინის პოლიტიკას, მათი ადგილი ჩვენს გვერდით არ არის“ - მაია კობახიძე
07-03-2022
-
+


უკრაინის განათლების პროფკავშირი რუსეთის განათლების პროფკავშირის მასწავლებელთა საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობიდან გარიცხვას მოითხოვს და მათ უკვე მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურებს.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირი მსოფლიოს მასწავლებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის ,,განათლების ინტერნაციონალის“, რეგიონალური სტრუქტურის - „ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირის“ წევრი გახლავთ, საქართველოს პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე ევროპის მასწავლებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს წევრია.

საინტერესოა, რა პროცედურების გავლა იქნება საჭირო უკრაინელი პედაგოგების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამ კითხვით Etaloni.ge-მ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტს მაია კობახიძეს მიმართა, რომელმაც ღიად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და იმაზეც ისაუბრა, დაუჭერს თუ არა საქართველო მხარს უკრაინის განათლების სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირის მოთხოვნას:

„პროფკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებიდან გამომდინარე, პროფკავშირი წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა, იცავს წევრთა უფლებებს და გამოხატავს მათ ინტერესებს, ყველა დონეზე. ნებისმიერი ქვეყნის პროფკავშირის ლიდერი ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღების ან პოზიციის გამოხატვის პროცესში იხელმძღვანელოს წევრთა ინტერესებიდან გამომდინარე. ღრმად მწამს, რუსეთის ფედერაციის პროფკავშირის წევრების დიდი ნაწილი არ მიესალმება პუტინის პოლიტიკას. ამიტომ რუსეთის პროფკავშირების ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ იმ განცხადებაზე, რაც გაავრცელეს საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.
მაშინ როდესაც რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის მასწავლებლები, ხელმოწერებს აგროვებენ ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით, პროფკავშირის ლიდერები მიესალმებიან პუტინის პოლიტიკას? თუ ეს არის რუსეთის დასაქმებულთა განწყობა, მაშინ მათი ადგილი არ არის საერთაშორისო პროფკავშირულ მოძრაობაში!

ვიმეორებ - პროფკავშირი აპოლიტიკური ორგანიზაციაა! რუსეთის პროფკავშირის ლიდერებმა გააკეთეს პოლიტიკური განცხადება, რითაც შელახეს პროფკავშირის ფუნდამენტური ღირებულებები. ჩვენ ვგმობთ პუტინის აგრესიას და მისი პოლიტიკის მხარდაჭერა, რუსეთის პროფკავშირების ლიდერების მხრიდან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“!

რაც შეეხება კითხვას, დაუჭერს თუ არა საქართველო რუსეთის პედაგოგთა პროფკავშირის გარიცხვას საერთაშორისო ორგანიზაციიდან, მაია კობახიძემ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შედგება ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირის კომიტეტის სხდომა, რომლის წევრი არის ევროპის 47 ქვეყნის მასწავლებელთა პროფკავშირის ლიდერი. იმოქმედებენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მოისმენენ რუსეთის განათლების პროფკავშირის ლიდერის განმარტებებს და თუ მათი პოზიცია იქნება მათი წევრი პედაგოგების პოზიციის იდენტური, საქართველო მხარს დაუჭერს მათ გარიცხვას. 

აქვე საინტერესოა, თუ არსებობს, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან რომელიმე ქვეყნის განათლების პროფკავშირის გარიცხვის პრეცედენტი?

„დიახ, არის ასეთი შემთხვევა (თავს ვიკავებ ამ ქვეყნის დასახელებისგან), რომელიც გაირიცხა, იმ მოტივით, რომ არ წარმოადგენდა მასწავლებელთა ინტერესებს და ემსახურებოდა ხელისუფლების მოთხოვნებს. იგივე ქვეყნის მეორე პროფკავშირი წევრია, რომლის დაცვისათვის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან დამოუკიდებელი პროფკავშირი განიცდიდა ხელისუფლების ზეწოლას, ხოლო მისი ლიდერები - რეპრესიებს" - აღნიშნავს მაია კობახიძე.

როგორ განვითარდება მოვლენები და გარიცხავენ თუ არა რუსეთის პედაგოგთა პროფკავშირს საერთაშორისო ორგანიზაციიდან, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პოზიცია კი ცალსახაა - ის გმობს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რუსეთის პროფკავშირების ლიდერების განცხადებას და სოლიდარულია უკრაინელი მასწავლებლების. უკრაინელი ხალხის მიმართ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება