სიახლეები
ეტალონი

ინტელექტუალური ზეიმი რაჭაში - „ონის ეტალონი მოსწავლე“ დიდი ემოციების ფონზე გამოვლინდა
28-02-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „ონის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ონის კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი, რესურსცენტრის უფროსი ნინო მეტრეველი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ონის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა სამხარაძე დაეუფლა.

იგი მადლობას უხდის პროექტს მიღებული ცოდნისა და გამოცდილებისთვის:

„ეტალონი“ დიდი გამოწვევა და გამოცდილება იყო ჩემთვის. მადლობა პროექტს, რომ უფრო მოტივირებული და თავდაჯერებული გამხადა“.

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე მოხარულია „ეტალონის“ სტუმრობით და მიესალმება მასში მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას:

„მისასალმებელია „ეტალონის“ მიზნები და ამ საქვეყნო-საგანმანათლებლო პროექტში ჩვენი ბავშვების აქტიური ჩართულობა. ღონისძიებამ არაჩვეულებრივად ჩაიარა. წარმატებები პროექტსა და ჩვენს მოსწავლეებს“.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის თქმით, „ეტალონი“ ბავშვებში სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბებას ემსახურება:

„ეტალონი“ მართლაც ეროვნული პროექტია, რომელიც ჩვენს ბავშვებში სამოქალაქო თვითშეგნებისა და განათლების ჩამოყალიბებას ემსახურება. მადლობა პროექტის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს. მიხარია, რომ თანამოაზრეები ვართ მომავლის საქმეში“.
 
ონის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე ემოციებისგან ცრემლებს ვერ იკავებს და თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

„ემოციით ვარ დატვირთული. მახარებს ჩვენი ბავშვების წარმატებული ასპარეზობა. ყველანი ჩვენი შვილები არიან, მაგრამ გამარჯვებულის მიმართ კიდევ სხვა სიყვარული მაკავშირებს, ჩემს თვალწინაა გაზრდილი. მადლობა „ეტალონს“ ქვეყნისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. წარმატებები პროექტს“.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი მადლობას უხდის „ეტალონს“ ონში ინტელექტუალური ზეიმის მოწყობისთვის:                             

„ონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა. ახლაც ემოციების ქვეშ ვარ. ლუკას გამარჯვება თითოეული ჩვენგანის გამარჯვებაა. წარმატებებს ვუსურვებ მას ფინალში. მადლობა „ეტალონს“ ამ დღესასწაულისთვის".                   

ონის რესურსცენტრის უფროსი ნინო მეტრეველი მოხარულია მოსწავლეების წარმატებული ასპარეზობით და სრულ მხარდაჭერას უცხადებს პროექტს:

„ეტალონთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პროექტს. მოხარული ვარ ჩვენი ბავშვების მაღალი ჩართულობითა და შედეგებით. ემოციების ქვეშ ვარ. გამარჯვებული ჩემი მოსწავლეა. ძალიან ნიჭიერი, აქტიური და წარმატებული ბიჭია. წარმატებებს ვუსურვებ მას მომავალშიც“.

„ონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ლუკა სამხარაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიან ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს - დეტალური ინფორმაცია

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება