მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი მესამე ტურის ფარგლებში გერმანულ ენაში ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის: მინდელის N9) 13 მარტს ჩატარდება. რეგისტრაცია დაიწყება 08:30 საათზე, ტესტირება კი 09:00 საათზე.
ოლიმპიადას გერმანულ ენაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დახმარებით გოეთეს ინსტიტუტი ატარებს. გერმანული ენის ტესტი მოიცავს 4 დავალებას (ორი მოსმენის დავალება და ორი დავალება კითხვის უნარების შესამოწმებლად - B 2 დონე). ტესტის შესასრულებლად 70 წუთია განკუთვნილი.
ტესტირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.
საპრეტენზიო განაცხადები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ოლიმპიადის ჩატარების დღეს (13 მარტი) მიიღება.
2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს (მინიმუმ 14 ქულას) და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.
იმ მოსწავლეებს, რომლებიც არიან მე-10 და მე-11 კლასში და წერილობით ტესტში მაქსიმალურ ქულებს დააგროვებენ, გოეთეს ინსტიტუტი სთავაზობს გერმანული ენის 2022 საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევ ტურში მონაწილეობას. შესარჩევი ტური წარმოადგენს ზეპირ გამოცდას და გაიმართება წერილობითი გამოცდისა და აპელაციის დასრულების შემდეგ.
ორი გამარჯვებული მოსწავლე, რომელიც წერილობით და ზეპირ გამოცდაში უმაღლეს ქულებს დააგროვებს, გოეთეს ინსტიტუტისგან მიიღებს სტიპენდიას საერთაშორისო ოლიმპიადაზე გასამგზავრებლად, რომელიც ჩატარდება 2022 წლის 25 ივლისიდან 5 აგვისტომდე გერმანიის ქალაქ ჰამბურგში.
მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება უფასოდ გაიაროს გერმანული ენის კურსი გოეთეს ინსტიტუტში, თბილისში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა