მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„რუსეთმა, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა 2046 უცხოელი სტუდენტი და უკრაინიდან მათ ევაკუაციას ბლოკავს“, - ამის შესახებ უკრაინის რეინტეგრაციისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხების მინისტრი ირინა ვერეშუკი „ფეისბუკის“ გვერდზე წერს.
„უცხოელი სტუდენტები მძევლად არიან აყვანილი. სწორედ ამით არის დაკავებული რუსეთი უკრაინაში და მათ ევაკუაციას ბლოკავს. ინდოეთიდან 659 სტუდენტია, ჩინეთიდან - 160, თურქეთიდან -144, ნიგერიიდან - 400 სტუდენტი. სტუდენტებს შორის არიან ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიის, აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, მათ შორის სამხრეთ აფრიკის, ყაზახეთის, სინგაპურისა და საუდის არაბეთის მოქალაქეები. მთლიანობაში, 2046 უცხოელი სტუდენტი 27 ქვეყნიდან. ყველა მათგანი ამ დროისთვის ჩარჩენილია სუმში, ჩერნიგოვში, მარიუპოლში, ხერსონში სწორედ რუსეთის დაბომბვების გამო“ .
მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ თუკი 8 მარტს შესაძლებელი გახდება დერეფნის მოწყობა, სუმსა და პოლტავაზე, ამ დერეფნით უცხოელ სტუდენტებსაც გამოიყვანენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
აქტივობა ქიმიის პედაგოგის - არევატ თანგამიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა