მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის, ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით, მოსწავლეებისთვის ჩატარდა სემინარი - სახანძრო უსაფრთხოება, რომელსაც მარტვილის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სპეციალისტი შოთა ბედია უძღვებოდა.
მოსწავლეებმა გაიგეს სახანძრო სამსახურის შექმნის ისტორიის, აღჭურვილობის, თანამედროვე ტექნიკის შესახებ, რითაც მეხანძრეები ახდენენ ხანძრის ლოკალიზაციას.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საევაკუაციო გეგმის დანიშნულებაზე საუბარს. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ადამიანთა მასობრივი თავშეყრისა და სართულზე 10 ადამიანზე მეტის, ასევე შშმ პირების შენობაში მუდმივად არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაცია ვალდებულია, ყველა სართულზე და საევაკუაციო გასასვლელებთან, თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საევაკუაციო გეგმა ,როგორც გზამკვლევი,თუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი შენობას ხანძრის დროს.შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა სახანძრო დაფასთან გადაინაცვლეს და სპეციალისტისგან მიიღეს დეტალური ინსტრუქცია დაფაზე არსებული ხელსაწყოების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში მიღებული ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარებათ გამოიჩინონ სიფრთხილე აალებად, ფეთქებად საგნებთან, სწორად გამოიყენონ ტექნიკა და გაიაზრონ საევაკუაციო გეგმის არსებობის აუცილებლობა შენობებში.
ეკოკლუბსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის შეთანხმების საფუძველზე დაიგეგმა,რომ ყოველწლიურად მოხდეს სკოლის მოსწავლეების და იქ დასაქმებული ადამიანების გავარჯიშება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ხანძრის დროს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა