მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ომი კაცობრიობის მიერ „შექმნილი“ ყველაზე დიდი უბედურებაა. წლიდან წლამდე პლანეტის რამდენიმე ადგილას მაინც გამუდმებით იბრძვიან პოლიტიკოსები გავლენისთვის, ფულისთვის, მიწისთვის თუ სხვა რამისთვის, ამ ბრძოლას კი ყოველთვის ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები. მათ შორის ბავშვები. ბავშვის ერთ ცრემლადაც არ ღირს ის „დიადი მიზნები“, რასაც ომი ემსახურება, თუმცა გულგაყინულ გავლენიან ადამიანებს ეს ნაკლებად აღელვებთ. პატარები კი ერთმანეთის მიყოლებით იხოციებიან სხვათა ბრძოლის ველზე, ხოლო ვინც ცოცხალი რჩება, მის ცხოვრებას სამუდამო დაღს ასვამს დიდების „ომობანა".
საქართველოს არაერთხელ გადაუტანია ეს ტკივილი, ახლო წარსულშიც. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულად გვესმის ახლა ჩვენ მეზობლად განვითარებული მოვლენების. უკრაინაში სულ უფრო მეტად მძიმდება ვითარება. პატარა უკრაინელები უნებურად ჩართეს ამ ყველაფერში და ისინიც სხვადასხვანაირად გამოხატავენ პროტესტს, გულისტკივილს თუ დარდს.
ომი ქაოსია. ომი ჯოჯოხეთია... ომში არ არის ბავშვის ადგილი. უსახლკაროდ და უდედმამოდ დარჩენილი შეშინებული პატარები ვერ ხვდებიან, რით დაიმსახურეს ასეთი სასჯელი... ომს სახე არ აქვს, მან ყველაზე ნორჩ და ლამაზ სახეებზე დაასვა სამუდამო დაღი...ომი არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ უნდა – საბედნიეროდ, ბევრი ასეთი მოიძებნება მსოფლიოში და ჩვენც, მათ მივმართავთ!
დღევანდელი საქართველო, რომელსაც ტერიტორიების 20% აქვს წართმეული, იმდენად ტოლერანტული ქვეყანაა, რომ მეჩეთი, სინაგოგა, სომხური ეკლესიაც ერთ ტერიტორიაზეა მოქცეული.
სწორედ, ასეთი ქვეყნის შვილები გამოვდივართ იდეით და მივმართავთ მთელ მსოფლიოს სიტყვებით - ომში არ არის ბავშვის ადგილი.
არა ომს, არა სისხლისღვრას! ნუ დაუკარგავთ ბავშვებს ბავშვობას! სიცოცხლის უფლება არის თანდაყოლილი უფლება. მე მაქვს სიცოცხლის უფლება! სიცოცხლის,თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია.
ეს უფლებები თანდაყოლილია და არავის, არც ერთ პიროვნებას, არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება წაართვას ბავშვს ეს უფლებები, რადგან ბავშვიც ადამიანია“,- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა