სიახლეები
სკოლები

„უკვდავებაში გარდასული სიცოცხლე“ - სენაკის N2 სკოლაში ჟიული შარტავას ღონისძიება მიუძღვნეს
09-03-2022
-
+


ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ გმირ, ჟიული შარტავას ღონისძიება - „უკვდავებაში გარდასული სიცოცხლე“ მიუძღვნეს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა გმირის ბავშვობა და მისი მოწამეობრივი ცხოვრების გზა გააცოცხლეს.

„ეს ის დაუვიწყარი წუთებია, როდესაც სიამაყე გიპყრობს.. ბედნიერი ხარ, რომ საქართველოს ეროვნული გმირის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ზვარაკად შეწირული ღირსეული მამულიშვილის, ჟიული შარტავას სახელს მისი თანამედროვენი განსაკუთრებული მოწიწებით უფრთხილდებიან, ესათუთებიან და არ ივიწყებენ...მეტიც, ისინი ამართლებენ გმირის სახელობის სკოლის მოსწავლის საპატიო სტატუსს. ეს მე-7 კლასია.. ჩვენი ძვირფასი მასწავლებლის, ენერგიული, შრომისმოყვარე, გამორჩეული პედაგოგის, გულნარა ბარკალაიას სადამრიგებლო კლასი. მათ არასდროს ავიწყდებათ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ტკივილიანი თარიღები, განსაკუთრებით კი - სექტემბრის 27, სოხუმის დაცემის დღე და მარტის 7, ჩვენი დროის გმირის, ჟიული შარტავას ქვეყნად მოვლენის დღე. გმირის სახელობის სკოლაში, ემოციებით დატვირთული, სევდანარევი, მაგრამ მაინც, ამაღლებული საღამო გაიმართა. „უკვდავებაში გარდასული სიცოცხლე“ - ასე ერქვა ღონისძიებას, სადაც მე-7ა კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავად გააცოცხლეს გმირის ბავშვობა, მისი ცხოვრების გზა, მოწამეობრივი აღსასრული. ერი, სადაც მომავალი თაობა ჟიული შარტავასა და ქვეყნისთვის შეწირულ გმირთა მაგალითებზე იზრდება, არასოდეს გადაშენდება, მარად იცოცხლებს, ვით ფესვმაგარი მუხა... გმირების ქალაქი არასოდეს დაივიწყებს თავის გმირებს... ეს დღე სწორედ ამის ნათელი დასტური გახლდათ. მინდა მადლობა ვუთხრა მოწვეულ სტუმრებს, მადლობა, დაუღალავი ღვაწლისთვის - გული მასწავლებელს, მე7ა კლასის გონიერ მოსწავლეებს და მათ მშობლებს. ვისურვებ, მთელ სამყაროში, მშვიდობამ და კაცთა შორის სათნოებამ დაისადგუროს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება