მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
- ვცდილობ სკოლაში შევქმნა...
- სასიამოვნო, საინტერესო, სასწავლო პროცესზე ორიენტირებული გარემო. ყველა პროექტი, პროგრამა, რაზეც გვიწევს მუშაობა, არ უნდა იყოს გაკეთებული მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სავალდებულოა, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რასაც სკოლაში ვაკეთებთ, რაზეც სკოლაში ვმუშაობთ მოსწავლის, ზოგადად მომავალი თაობის სწორად აღზრდას, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას უნდა უწყობდეს ხელს.- როგორც დირექტორს, მახარებს რომ...
- ჩემთან თავისუფლად შეუძლია მოსვლა და საკუთარ პრობლემებზე საუბარი ნებისმიერ მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, ჩვენ ერთად შეგვიძლია არსებული პრობლემის გადასაჭრელად მოვძებნოთ გზები, მახარებს მათი წარმატებები და ამ წარმატებების მისაღწევად სასკოლო-სასწავლო გარემოს მაქსიმალურად გამოყენება.- კოლეგებისგან ხშირად მესმის...
- რომ არსებული, საკმაოდ რთული გამოწვევების დროს გვიწევს მუშაობა, რომ პანდემიამ ძალიან ბევრი პრობლემა მოიტანა, რაზეც ისევ სკოლამ და მასწავლებელმა უნდა იზრუნოს, შედეგზე გასასვლელად. მაგრამ სასიამოვნო მოსასმენია, იქვე რომ დასძენენ... შეძლებენ ყველაფერს, ეცდებიან მაქსიმალურად, რომ ბავშვებმა სკოლაში სრულფასოვანი განათლება მიიღონ.- დღევანდელობაში საჭიროა...
- მეტი ინტერესის გამოჩენა სასწავლო პროცესის მიმართ, დღეს მოსწავლეს აქვს საშუალება თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი, სასწავლო პროცესის მიმართ თანამედროვე მიდგომები მათ საშუალებას აძლევთ მიიღონ მონაწილეობა ძალიან ბევრ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტში, პედაგოგებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად დაგეგმონ საინტერესო შეხვედრები.
- იმედი მაქვს, რომ...
- ეს თაობა იტყვის თავის სიტყვას, ჩვენ ძალიან კარგი მოსწავლეები გვყავს, თუ ჩვენ, უფროსები შევძლებთ მათი შესაძლებლობების, ინტერესების მაქსიმალურად გამოვლენას და მათ გვერდით დგომას კრიტიკულ სიტუაციებში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს