სიახლეები
სკოლები

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა დედის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
09-03-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო ღონისძიებებს უძღვნიან.

ამჯერად მე-5 კლასის მოსწავლეებმა დედის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს. ღონისძიებას ფონად სიტყვები - „ყველაზე სათნო, ყველაზე თბილი, ყველაზე მზრუნველი დედაა ამ ქვეყანაზე!“ გასდევდა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტები ცნობილი ქართველი მწერლების შემოქმედებიდან: ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“, ილია ჭავჭავაძის - „ოთარაანთ ქვრივი“ და იაკობ გოგებაშვილის - „იავნანამ რა ჰქმნა?!"

ასევე, დედის სიყვარული შემოქმედებითად ასახეს ნახატებში. წაიკითხეს ქართველი და უცხოელი მწერლებისა და პოეტების გამონათქვამები დედაზე.

ღონისძიების დასასრულს აღნიშნეს, რომ დედების ძალა სითბო, სიკეთე და სიყვარული გაანადგურებს ყოველგვარ ბოროტებას დედამიწაზე შეაჩერებს აგრესიას, ძალადობას და სისხლის ღვრას!

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ირმა ხინთიბიძეა.

​იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება