მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უკვე ორი წელია სკოლებში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ონლაინი და დასწრებითი სწავლება. მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდული მოდელი უკვე საკმაოდ დამკვიდრდა, დაგვეთანხმებით რომ სიტუაცია მაინც არასტანდარტულია და ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლებს ნამდვილად გაორმაგებული შრომა უწევთ თითოეულ მოსწავლესთან, რათა გაიგონ და მოერგონ მათ საჭიროებებს. სწორედ ასე უდგება ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია თავის მოსწავლეებს.
გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორი, დეკანოზი პავლე ცერცვაძე etaloni.ge -სთან საუბრისას, განსაკუთრებულ მადლობას უხდის მასწავლებლებს, რომლებიც თავს არ ზოგავენ იმისთვის რომ აღზარდონ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, რომლებიც საამაყონი იქნებიან ქვეყნისთვის. როგორც დეკანოზი აღნიშნავს, იმისთვის რომ თავადაც აქტიურად იყოს ჩართული და იცოდეს, რა საჭიროებები აქვთ მის მოსწავლეებს ყოველკვირეულად ხვდება დამრიგებლებს და დეტალურად იგებს ინფორმაციას თითოეული კლასისა და მოსწავლის შესახებ.
„შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, როგორც იცით ხშირად გვიწევდა სასწავლო ფორმატის ცვლილება - საკლასო ოთახიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა და პირიქით. შესაბამისად, მე როგორც გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, ყოველკვირეულად ვხვდები დამრიგებლებს და ვეცნობი დეტალურ ინფორმაციას თითოეული კლასის შესახებ. ვიგებ რა მდგომარეობაა კლასში მოსწავლეთა აკადემიური კუთხით, როგორია დასწრების მაჩვენებელი, რა პრობლემების ან გამოწვევების წინაშე არიან და ა.შ.
თითოეული დამრიგებელი ყოველთვის ინფორმირებულია და იცის მისი მოსწავლის საჭიროება რა არის, იქნება ეს საკლასო ოთახში სწავლა თუ დისტანციური ფორმატი. მასწავლებლები ყოველთვის ინტერესდებიან და მოსწავლის მიერ გაცდენილი გაკვეთილის შესახებ მუდმივად აწვდიან ინფორმაციას მშობლებს. ამოწმებენ მიზეზს თუ რატომ ვერ დაესწრო მოსწავლე გაკვეთილს და შეუძლიათ თუ არა მათი დახმარება მასწავლებელს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თავის მხრივ მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.
მინდა ჩემი მასწავლებლებს მადლობა გადავუხადო, რადგან განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობიან თითოეულ მოსწავლეს და მაქსიმალურად არიან ჩართულნი ჩვენი მოსწავლეების საგანმანათლებლო სააღმზრდელო პროცესში. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ სასულიერო გიმნაზია და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა სულიერ აღზრდას. მინდა დაგარწმუნოთ რომ ჩვენი პედაგოგები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის რომ ჩვენი მოსწავლეები აღიზარდონ ჩვენი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, იყვნენ ჩამოყალიბებული საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც გამოადგებიან როგორც ერს, ისე ეკლესიას“, - აღნიშნავს დეკანოზი პავლე ცერცვაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ
ბავშვებმა საღებავების გამოყენებით შექმნეს ნამუშევარი დედამიწის, როგორც მაცოცხლებელი ძალის თემატიკაზე