მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმათ, მასწავლებლის მაძიებლის პროგრამაში ჩართვის მსურველებმა რეგისტრაცია ვაკანსიების ვებ-გვერდიდან - www.pedagogi.ge უნდა გაიარონ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროგრამის გავლა შეუძლიათ, მასწავლებლობის მაძიებელი, პირი რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
პირი, რომელიც 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში არ იყო ჩართული.
მასწავლებლის მაძიებლობის მიზანია მასწავლებლობის მაძიებლის პროფესიული ცოდნის გაღრმავება, მასწავლებლის უნარ-ჩვევების შეძენა ან/და განვითარება და სასკოლო გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობა, ასევე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული საგნობრივი ვაკანსიების შევსება კომპეტენტური და კვალიფიციური კადრებით.
მაძიებლობის პროგრამის შემადგენლობამაძიებლობის პროგრამა შედგება 2 კურსისგან აკადემიური კურსი და პედაგოგიური პრაქტიკის კურსი (ორივე კურსის გავლა სავალდებულოა) და მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მაძიებელმა 2 წლის განმავლობაში უნდა დაადასტუროს საგნობრივი კომპეტენცია.
„მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის“ გავლის საფეხურებიმასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის გავლის საფეხურებია:
ა) რეგისტრაცია;
ბ) აკადემიური კურსი (ონლაინ);
გ) პედაგოგიური პრაქტიკის კურსი;
დ) აღიარება (დადასტურება).
ა) გრძელვადიანი კურსი გულისხმობს ორ წელს და 20 გაკვეთილის ჩატარებას, რომელსაც აკვირდება ტუტორი შემდეგი 5 მიმართულებით(თითოეულ მიმართულებაზე, მინიმუმ ოთხი ფოკუსირებული დაკვირვება): 1.სასწავლო გარემო; 2.სოციალურ-ემოციური მხარდაჭერა; 3.მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ეფექტური კომუნიკაცია; 4. მეტაკოგნაცია და მაღალი სააზროვნო უნარები; 5.უკუკავშირი. 20 გაკვეთილის ჩატარების ვალდებულება აქვს ყველა იმ პირს, ვინც კურსის ხანგრძლივობად აირჩევს ერთ წელზე მეტ ვადას.
ბ) მოკლე კურსი გულისხმობს მინიმუმ 4 თვეს და 10 გაკვეთილის ჩატარებას, რომელსაც აკვირდება ტუტორი შემდეგი 5 მიმართულებით(თითოეულ მიმართულებაზე, მინიმუმ ორი ფოკუსირებული დაკვირვება): 1.სასწავლო გარემო; 2.სოციალურ-ემოციური მხარდაჭერა; 3.მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ეფექტური კომუნიკაცია; 4. მეტაკოგნაცია და მაღალი სააზროვნო უნარები; 5.უკუკავშირი. 10 გაკვეთილის ჩატარების ვალდებულება აქვს ყველა იმ პირს ვინც კურსს გაივლის 4 თვიდან ერთ წლამდე.
საბოლოო შეფასება/აღიარებადეტალური ინფორმაცია, მაძიებლობის პროგრამის შესახებ, იხილეთ ბმულზე: http://tpdc.gov.ge/geo/35/
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ წერილი ფოსტაზე: madziebeli@tpdc.ge
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...