მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიტყვა „გაჩხრეკა“ სკოლაში არ გამოიყენება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსწავლის ნივთების შემოწმება აკრძალულია.
უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება - კანონიერად ასე ჰქვია მოსწავლეთა გაჩხრეკის პროცესს, რომლის უფლებაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ პირს აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მანდატური ან უფლებამოსილი პირი იმავე სქესის იყოს, რათა მოსწავლე თავს უხერხულად არ გრძნობდეს.
მოსწავლის დათვალიერება მეტალოდეტექტორის გამოყენებით, ფიზიკური შეხების გარეშე ხდება. მისი მიზანია აკრძალული ნივთის, მოსწავლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის ან კანონდარღვევით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის აღმოჩენა.
უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი და გარემოებები მიუთითებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევაზე ან შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენაზე.
მოსწავლის დათვალიერებას უნდა ესწრებოდეს აგრეთვე სკოლის თანამშრომელი, თუმცა არ შეიძლება, ეს პროცესი მიმდინარეობდეს საჯაროდ და კოლექტიურად.
გაჩხრეკამდე მანდატურმა ან დირექტორის მიერ უფლებამოსილმა პირმა მოსწავლე უნდა გააფრთხილოს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ. მოსწავლემ ასევე უნდა იცოდეს, რომ თუ მას აღმოაჩნდება აკრძალული ნივთი, დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამცავ ორგანოს.
ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებისას მოსწავლის განცალკევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს, ხოლო მოსწავლის მიერ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში − სამართალდამცავ ორგანოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა