მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნული სასწავლო გეგმაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით მორიგი ცვლილებები შევიდა. დოკუმენტში განისაზღვრა რომელი სავალდებულო საგნები ერთიანდება საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფებში. ამასთანავე, ცვლილება შეეხო, აღნიშნული ბრძანების გ - პუნქტს, წინა ბრძანებაში, ისტორია მოიცავდა საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის საკითხებს და ისწავლებოდა VII-XII კლასებში, ახალი ბრძანებით კი, ისტორიის საგანი დაიყო ორ კურსად, რომლის X-XII კლასებში ცალკე საგნად შევა „საქართველოს ისტორია“.
საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში);
ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);
გ) ისტორია (მოიცავს საგანს „ისტორია“ და ისწავლება VII-XII კლასებში და საგანს „საქართველოს ისტორია“ და ისწავლება X-XII კლასებში);
დ) გეოგრაფია (მოიცავს საქართველოს და მსოფლიოს გეოგრაფიას და ისწავლება VII-XII კლასებში);
ე) სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – X-XII კლასები).“
იხილეთ ასევე:
„საქართველოს ისტორიის“ საგნის სტანდარტი დამტკიცდა - რა იცვლება ესგ-ში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.