სიახლეები
სიახლეები

„საქართველოს ისტორიის“ საგნის სტანდარტი დამტკიცდა - რა იცვლება ესგ-ში
10-03-2022
-
+


ეროვნულ სასწავლო გეგმაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის,მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, რომელიც ძალაში 2022 წლის 7 მარტს შევიდა, განისაზღვრა სტანდარტი, თუ რა შედეგებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა  „ისტორიისა“  და „საქართველოს ისტორიის“ საგნებში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში, მოცემულია დანართი, რომელშიც დეტალურად არის მოცემული სტანდარტი რომელის საშუალო საფერურის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი ისტორიაში; საგანი „ისტორია“ და ისწავლება VII-XII კლასებში და  საგანს „საქართველოს ისტორია“ და ისწავლება  X-XII კლასებში.

სტანდარტის საფუძველზე უნდა მომზადდეს ორი კურსი: (1) პირველი მათგანი - „ისტორია“ გულისხმობს მსოფლიო ისტორიული  მნიშვნელობის მქონე მოვლენების/პროცესების შესწავლას და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას; (2) მეორე კურსის - „საქართველოს ისტორია“ ფარგლებში კი აქცენტი კეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე/სიღრმისეულ გააზრებაზე.
სტანდარტში შედეგებისა და სამიზნე ცნებების სახით განსაზღვრულია გრძელვადიანი მიზნები.

შინაარსი აღიწერება თემების (ქვეთემების), საკითხების და ქვეცნებების სახით. ეროვნულ სასწავლო გეგმა განსაზღვრავს სავალდებულო თემებს. თემების შესაბამის საკითხებს კი სკოლები თავად ირჩევენ.

თითოეულ თემას ახლავს შედეგების მიღწევის ინდიკატორები. ისინი განსაზღვრავს, თუ რა უნდა შეფასდეს სწავლა-სწავლების პროცესში. ინდიკატორები დაჯგუფებულია სამიზნე ცნებების მიხედვით. 

იხილეთ სტანდარტი სრულად

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა - ჩხენკელის ბრძანება ძალაშია

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება