მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
27 მარტს izrune,ge-ზე შვილებზე განსაკუთრებული ზრუნვის დღეა. „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი პატარა იზრუნელებს მიმართავს და ვიდეოს ავრცელებს სადაც მოსწავლეებს ურჩევს, როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას. ვიდეომიმართვის ტექსტს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
როგორ უნდა შექმნას მოზარდმა თავისი თავი და რაში უნდა დაეხმაროს ოჯახი!!!
მობილური ტელეფონით ჩაწერილი, izrune,ge-ს თემატური ვიდეოების გამოქვეყნება მოსწავლის განვითარებისთვის უნიკალური მოტივატორია...
izrune,ge-ს ვიდეოების სამი ძირითადი მიზნიდან პირველია: სითამამე და არა, სითავხედე... ამიტომაც: არ შეგეშინდეთ შეცდომების (!!!), თავიდან ძნელი იქნება, შემდეგ კი დაიხვეწებით და ყველაფერი გამოგივათ !!! ამასთან, არ დასცინოთ სხვებს, სხვების დაცინვა კი „დაიკიდეთ“!!!
შეაქეთ სხვები, სხვების შექებები შეიფერეთ, მაგრამ თავში არ აგივარდეთ!!!
ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის: განსაზღვრეთ თქვენი ვიდეოს ხანგრძლივობა ისე, რომ თქვენი სათქმელი ჩაატიოთ და საყურებლად სხვებისთვისაც საინტერესო იყოს...
ვიდეო სამ ეფექტურ (!!!) ნაწილად დაყავით: მისალმება, ძირითადი ნაწილი და დამშვიდობება - ვიდეო უნდა იყოს ბუნებრივი, მცირე შეცდომებსაც არა უშავს!!! წინასწარ ივარჯიშეთ: იმეტყველეთ ხოლმე სარკესთან და საკუთარი თავის რწმენა განივითარეთ...
სხვების დაჯერება: თქვენი მსმენელები ოჯახის წევრები და შინაური ცხოველებიც კი შეიძლება იყვნენ და დააკვირდით, რამდენად ყურადღებით გისმენენ...
ემოციები და პიროვნული ხიბლი: მეტყველებისას ემოციებს ნუ მოერიდებით და საკუთარი პიროვნული ხიბლიც ჩააქსოვეთ !!!
ამ კვირის (12-20 მარტი) თემაა: ლექსები ან/და აზრები გმირებსა და გმირობაზე !!!
27 მარტს შვილებზე განსაკუთრებით ზრუნვის დღეა - ვამზადებთ ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად...
გახსოვდეთ izrune,ge-ს დევიზი: კარგი მეტყველება უკვე წარმატებაა !!!
... და იცოდეთ, საუკეთესო ვიდეოები etaloni.ge-ზეც გამოქვეყნდება!..
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა