სიახლეები
სიახლეები

KIU-მ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის პროგრამის განხორციელება დაიწყო
10-03-2022
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით დაიწყო ახალი პროექტი „ინგლისური ენის კურსები დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის“. პროექტის მიზანია ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსების შეთავაზება იმ  მოსწავლეებისთვის, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღების მიზნით 2022 და 2023 წლებში KIU-ში ჩაბარებას გეგმავენ. ინგლისური ენის სასწავლო კურსში მონაწილეობენ ის ახალგაზრდები, რომლებიც სპეციალური სტატუსით სარგებლობენ, აკმაყოფილებენ რიგ მოთხოვნებს და წარმატებით გაიარეს კურსის შესარჩევი ეტაპი. 

კურსის მონაწილეებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე ონლაინ ფორმატში შეხვდა. კანცლერმა ახალგაზრდებს უნივერსიტეტის შესახებ ესაუბრა და მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც KIU სთავაზობს სტუდენტებს. კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წლისთვის სტუდენტების მიღებას აცხადებს მათემატიკის, მენეჯმენტის, კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან ბაკალავრიატის პროგრამებზე. 

ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსი ერთი სემესტრის განმავლობაში განხორციელდება, მასში 30-მდე ახალგაზრდაა ჩართული და მათი მონაწილეობა კურსში სრულად დაფინანსებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. ინგლისური ენის მაღალი ხარისხის ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას ბრიტანეთის საბჭო უზრუნველყოფს. კურსის ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას. მონაწილეები გაიუმჯობესებენ საუბრისა და წერის უნარებს, გაიმდიდრებენ ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურების ცოდნას. წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს სერტიფიკატს.

პროექტის მიზანს წარმოადგენს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ახალგაზრდების ხელშეწყობა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება