სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
01-03-2018
-
+


,,სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება’’ -ამ ლოზუნგით წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.

საუკუნის წინ განვითარებული ტრაგიკული ისტორიული მოვლენების შესწავლისა და ფასეულობათა შეჯამების მიზნით, მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა წამყვანი მასწავლებლის, ასოცირებული პროფესორის. ფაქიზო ფანჩულიძის ხელმძღვანელობით, გაანალიზეს საქართველოში წითელი არმიის შემოჭრისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან დაღუპული იუნკერების სამაგალითო გმირობის თემაზე არსებული ისტორიული, პუბლიცისტური დალირიული მასალები.  

წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები: დამოუკიდებლობის გამოცხადების, დამოუკიდებელი საქართველოს საშინაო-საგარეო პოლიტიკის, 1921წლის თებერვალში ქვეყანაში წითელი არმიის შემოსვლის საკითხებზე. წაიკითხეს პაოლო იაშვილისა და კოტე მაყაშვილის ცნობილი ლექსები : ,,25 თებერვალი'' , ,,მაროს’’,მიხეილ ბასილაძის პუბლიცისტური სტატია: ,,დაუმარცხებალი ასეული’’.  გაკვეთილზე სხვადასხვა აქტიობებითა და ჯგუფური მუშაობის მეთოდით წარმოჩინდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის ქრონიკები.

მომავალი თაობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ახალგაზრდა იუნკების თავდადებას უკვალოდ არ ჩაუვლია და რომ ,,სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება’’.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლის დირექტორმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა აღნიშნული კლასის მოსწავლეები

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება