მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წელს ჩატარებულმა Pew-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები დღეს გაცილებით მეტ დროს უთმობენ საშინაო დავალების შესრულებას, ვიდრე წარსულში - დღეში საშუალოდ ერთ საათს, 10 წლის წინანდელ 44 წუთთან, 1990-იანი წლების შუა პერიოდის 30 წუთთან შედარებით.
თუმცა, სხვა კვლევების მონაცემები განსხვავდება და ამტკიცებს, რომ სამუშაო დავალების მოცულობის გაზრდა პირველ რიგში დაბალი კლასების მოსწავლეებზე აისახება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს არგუმენტები ათ წელზე მეტი ხნის მონაცემებს ეყრდნობა.
რამდენი დრო უნდა დაუთმოს მოსწავლემ საშინაო დავალებას?
ბევრი სკოლა ემპირიულ წესს მისდევს. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში - მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ საშინაო დავალება 10 წუთში. ყოველ შემდეგ კლასში გადასვლასთან ერთად კი ეს დრო უნდა გაიზარდოს.
შედეგად, პირველკლასელები საშინაო დავალებას სულ რაღაც 10 წუთში შესრულებენ, უფროსკლასელები კი - მას დღეში 2-საათამდე დაუთმობენ. თუმცა, ამის მიუხედავად, კვლევები აჩვენებს, რომ დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს მაინც დიდი მოცულობის საშინაო დავალებას აძლევენ - ორ-სამჯერ მეტს.
გვაქცევს თუ არა საშინაო დავალება უფრო ჭკვიანად?
2000-იანი წლების შუა ხანებში, დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ჰარის კუპერმა საშინაო დავალების ეფექტურობის შესახებ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი კვლევა ჩაატარა.
ანალიზის მიზანი იყო გამოეკვლია საშინაო დავალებასა და მიღწევას შორის სავარაუდო კორელაცია.
„დამაჯერებელი კავშირი საშინაო დავალებასა და აკადემიურ მოსწრებას, ასევე საბოლოო შედეგს (ნიშანს) შორის არ მოიძებნა“,- განმარტა კუპერმა.
კვლევა ასევე ამტკიცებს, რომ ეს კორელაცია იზრდება მე-7 კლასის შემდეგ, მაგრამ ეს არ არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
„აღსანიშნავია, რომ ეს კორელაციები უფროსკლასელებთან გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ საშინაო დავალება ეხმარება აკადემიურ მოსწრებას, არამედ იმითაც, რომ უფრო მაღალი მიღწევების მქონე ბავშვები მეტ საშინაო დავალებას ასრულებენ“,- დასძენს კუპერი.
2012 წლის კვლევამ მე-10 კლასის 18 000-ზე მეტი მოსწავლე შეისწავლა და გაკეთდა დასკვნა, რომ საშინაო დავალების მოცულობის გაზრდა შესაძლოა იყოს დიდი მოცულობის შესასწავლი მასალის შედეგი, რომლის ახსნასაც პედაგოგები სასწავლო დროის სიმცირის გამო ვერ ასწრებენ.
„მასალის დიდი მოცულობა ჩვეულებრივ დიდი რაოდენობის საშინაო დავალებას იწვევს. როდესაც მოსწავლეები დიდ დროს უთმობენ საკითხებს, რომელთა გაგება მარტივი არ არის ან მასწავლებლის მხრიდან ახსნას ითხოვენ, ისინი უფრო იბნევიან“,-ხაზგასმით აღნიშნავს კუპერი.
შეიძლება თუ არა საშინაო დავალებას ჰქონდეს ნეგატიური შედეგი?
როგორც ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, საშინაო დავალებამ შეიძლება შეაფერხოს აკადემიური მოსწრება და, ზოგიერთ შემთხვევაში, საზიანოც კი იყოს ჯანმრთელობისთვის.
2013 წლის კვლევაში 4 317 მოსწავლე მონაწილეობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ მოზარდები, რომლებიც საშინაო დავალებას უფრო მეტ დროს უთმობდნენ განიცდიდნენ სტრესს და აწუხებდათ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...