მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის სავალდებულო ტრენინგები 1 აპრილიდან დაიწყება. საჯარო სკოლებმა რესურსცენტრისგან წერილი უკვე მიიღეს. სკოლის ადმინისტრაციებს მასწავლებელთა სარეგისტრაციო ფორმის შევსება დაევალათ, ცხრილში უნდა ჩაიწეროს პედაგოგის პირადი ინფორმაცია და სასურველი მოდული, თუ რა მიმართულებით სურს მას პროფესიული ტრენინგის გავლა.
გაეცანით წერილს:
„გიგზავნით სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბატონი ბერიკა შუკაკიძის წერილს - პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებზე მასწავლებელთა რეგისტრაციის თაობაზე.
ტრენინგები განკუთვნილია ქართული და არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის სრულყოფილად მცოდნე მასწავლებლებისთვის.
დანართის სახით, გიგზავნით სარეგისტრაციო ფაილს და მოდულების ჩამონათვალს ანოტაციებით. სარეგისტრაციო ფაილში უნდა აისახოს ტრენინგის გავლის მსურველი მასწავლებლების პირადი ინფორმაცია და სასურველი ტრენინგი/ები, საგანი/მიმართულება, სტატუსის მიხედვით განსაზღვრული საკონტაქტო საათების შესაბამისად: უფროსი მასწავლებელი - 20 საკონტაქტო საათი, წამყვანი მასწავლებელი - 12 საკონტაქტო საათი, მენტორი მასწავლებელი - 6 საკონტაქტო საათი.
შეგახსენებთ, რომ სტატუსისა და საფეხურის მიხედვით, მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს სტატუსით განსაზღვრული საათობრივი ოდენობის შესაბამისი ერთი მოდული. ორი ან სამი მცირესაათიანი მოდულის არჩევის შემთხვევაში, საათების ჯამური ოდენობა, ასევე, არ უნდა აღემატებოდეს სტატუსით განსაზღვრულ საათობრივ ოდენობას (უფროსი მასწავლებელი - 20 საკონტაქტო საათი, წამყვანი მასწავლებელი - 12 საკონტაქტო საათი, მენტორი მასწავლებელი - 6 საკონტაქტო საათი). საათობრივი გადაჭარბების შემთხვევაში, ცენტრი იტოვებს უფლებას, თვითონ შესთავაზოს მასწავლებელს მოდული. გამონაკლისს წარმოადგენს Edx პლატფორმაზე განთავსებული მოდულები.
გაითვალისწინეთ, რომ ტრენინგის გავლის მსურველთა სიაში არ მოიაზრებიან:
უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული) მასწავლებლებს, შეუძლიათ გაიარონ ბრიტანეთის საბჭოსა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ შეთავაზებული საგნობრივი ტრენინგმოდულები ან Edx პლატფორმაზე განთავსებული ტრენინგმოდული ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის; ასევე, გამჭოლი მიმართულებებიდან ნებისმიერი მოდული.
მასწავლებლებს, რომლებმაც 2021 წელს უკვე გაიარეს ტრენინგი (საგნობრივი ან გამჭოლი) და მიიღეს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი ცნობა, უფლება აქვთ გაიარონ სხვა, ნებისმიერი ახალი მოდული“.
სკოლებმა რესურსცენტრებს შევსებული დანართები 16-17 მარტამდე უნდა გაუგზავნონ, რესურსცენტრები კი დაევალათ, რომ მიღებული ინფორმაციები მასწავლებლის სახლს eFlow-ს საშუალებით არაუგვიანეს 21 მარტამდე მიაწოდონ.
ცენტრი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებს მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ჩაატარებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“