სიახლეები
სიახლეები

რას ითხოვენ მასწავლებლები მშობლებისგან, რომლებმაც შვილებისთვის დისტანციური სწავლება არჩიეს?
19-03-2022
-
+


საგაზაფხულო არდადეგები დასრულდა, მოსწავლეებს დისტანციური სწავლების არჩევის საშუალება კვლავ აქვთ. მასწავლებლების ნაწილი იმედოვნებდა, რომ მშობლებს ონლაინ სწავლების არჩევანის უფლება აღარ ექნებოდათ და ქვეყანაში კორონავირუსის მორიგი პიკის გადავლის შემდეგ ყველა მოსწავლე სკოლას დაუბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

დისტანციური სწავლება მასწავლებლებსა და მშობლებს შორის ერთგვარი დაპირისპირების მიზეზიც კი გახდა. პედაგოგებისთვის დაუსრულებელი თავსატეხი აღმოჩნდა ყოველი კვირის ბოლოს დარეგისტრირებული მოსწავლეების ონლაინ კლასებში გადანაწილება. მასწავლებლები მშობლებისგან ითხოვენ, რომ თუ შვილებისთვის დისტანციური სწავლების მოდელს აირჩევენ, რამდენიმე კვირის განმავლობაში მაინც ისწავლონ ბავშვებმა ონლაინ რეჟიმში და გადაწყვეტილებას ნუ შეცვლიან ყოველი კვირის ბოლოს, რადგან ყოველკვირეულად რეგისტრაცია/რეგისტრაციის მოხსნა საქმეს ურთულებს როგორც სკოლის ადმინისტრაციას, ასევე ონლაინ გაკვეთილების მასწავლებლებს.

რას ითხოვენ მასწავლებლები დისტანციური სწავლების დროს მშობლებისგან?

გააკონტროლონ შვილები, ესწრებიან თუ არა გაკვეთილს - თუ მოსწავლე დისტანციურ სწავლებას აირჩევს, მაგრამ ონლაინ გაკვეთილებს გააცდენს, მასწავლებელი ვალდებულია, „არები“ ელექტრონულ ჟურნალში შეიტანოს. არის შემთხვევები, როდესაც მშობელი დარწმუნებულია, რომ შვილი რადგან სახლშია და ტელეფონთან/კომპიუტერთანაა, გაკვეთილსაც არ აცდენს, ამიტომ პედაგოგები მშობლებს სთხოვენ, გააკონტროლონ, ესწრება თუ არა მოსწავლე გაკვეთილს.

გაკვეთილზე დასწრება არ ნიშნავს მხოლოდ „თიმსში“ შესვლას ხმისა და კამერის ჩართვის გარეშე - მართალია, მოსწავლეს თეორიულად ეთვლება დასწრება, თუ ონლაინ გაკვეთილზე შევა და კამერას ან ხმას არ ჩართავს, თუმცა მასწავლებლები ასეთ დროს მას შეფასების გარეშე დატოვებენ, რადგან შეუძლებელია, დაუწერო ნიშანი მოსწავლეს, რომელსაც ვერც ვიზუალურად ხედავ და არც კითხვაზე გპასუხობს. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მშობლებს სთხოვენ, თვალი ადევნონ, არიან თუ არა აქტიურად ჩართულები მათი შვილები ონლაინ გაკვეთილზე.

დისტანციური სწავლების არჩევანის საშუალებას ნუ გამოიყენებენ, თუ ამის აუცილებლობა არაა - როგორც უკვე აღვნიშნეთ ონლაინ გაკვეთილზე რეგისტრაცია/რეგისტრაციიდან მოხსნა სკოლის ადმინისტრაციისთვის და პედაგოგებისთვის შრომატევადი საქმიანობაა, რადგან მათ ევალებათ, არ დარჩეთ არც ერთი მოსწავლე ყურადღების მიღმა, ბავშვები უნდა გადანაწილდნენ ონლაინ ჯგუფებში, ხანდახან საჭიროა ახალი ცხრილები, მოსწავლეთა სიების გადამოწმება ჟურნალში და კიდევ ბევრი წვრილმანი დეტალი, რაც პედაგოგებს საქმეს ურთულებს. მასწავლებლები მშობლებისგან ითხოვენ, ნუ გამოიყენებენ დისტანციური სწავლების არჩევის უფლებას აუცილებლობის გარეშე და ნუ შეცვლიან გადაწყვეტილებას ხშირად (ხან დასწრებული სწავლება და ხან - დისტანციური). მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ თუ მოსწავლე კორონავირუსისგან თავს არიდების მიზნით სკოლაში არ დადს, ის არც ეზოში უნდა ატარებდეს დროს კლასელებთან ერთად. 

სასწავლო წლის დასრულებამდე 3 თვე დარჩა, მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილების არჩევის საშუალება წლის ბოლომდე აქვთ, მასწავლებლების დიდი ნაწილი იმედოვნებს, რომ ახალი სასწავლო წლიდან ყველა მოსწავლე საკლასო ოთახს დაუბრუნდება და პედაგოგებისთვის ორმაგი დატვირთვის საჭიროება აღარ იქნება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება