სიახლეები
სკოლები

გამარჯვების საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტი ხორციელდება
14-03-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში, სასკოლო პროექტი - „ყველაზე წიგნიერი“ აქტიურად ხორცილდება. პროექტის შესახებ დეტალურად, სკოლის დირექტორის მ/შ გურამ ნათენაძე საუბრობს.

„ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაა. ამ მიზნით, ჩვენს სკოლაში დაიგეგმა და ხორციელდება სასკოლო პროექტი - „ყველაზე წიგნიერი“. ამ დღეებში დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა პროექტის ერთ-ერთი აქტივობა - მცირე ეპიზოდის მიხედვით ტექსტის გაგრძელება და დასრულება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება; მე-8 , მე-9, მე10 და მე-11 კლასებიდან მონაწილეობა 45 მოსწავლემ მიიღო. უმეტესობამ ყურადღება ომის თემაზე შეაჩერა (და ეს გასაკვირვი არაა) და კარგადაც გაართვეს თავი.. შეზღუდული ფორმატის გამო გთავაზობთ რამოდენიმე ნაწყვეტს მათი ნამუშევრებიდან:

სასკოლო პროექტი - „ყველაზე წიგნიერი“:

  1. „...არა გაქცევა ყოველთვის გამოსავალი არ არის - დავრჩი იქ სადაც დავიბადე, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ყვავილები ხარობდნენ და ჩემი თანატოლების სიცილის ხმა ისმოდა. იმედს ვიტოვებ კიდევ იხარებს ყვავილები და კიდევ ახმიანდება აქაურობა ...“ - მარიამ სუქიაშვილი მე-8 კლასი;
  2. „... ეს კაკლის ხე ძველი ნაცნობივით იყო, უხმოდ მიგებდა. წიგნით ხელში ჩავჯდებოდი მის ძირში, მივეყრდნობოდი ტანს და ვკითხულობდი ან უბრალოდ ვიჯექი და ცას შევყურებდი. დიდხანს ვუყურებდი როგორ მიიზლაზნებოდნენ ღრუბლები ცაზე. კაკლის ხის ტოტებში ვხედავდი, როგორ უქცევდნენ ისინი გვერდს ერთმანეთს, თითქოს ერიდებიან შეხლა-შემოხლასო, თითქოს გზას უთმობენო ერთმანეთს... მერე ძილი მომერეოდა, თუმცა კაკლის ძებნაში მოფართხუნე ყვავი ძილს მიფრთხობდა, თან ხის ფოთლებიც აშრიალდებოდა და ძილი ოცნებებთან ერთად სადღაც გაქრებოდა... ამ ხემ შემაყვარა ჩემი სოფელი...“ - თამარ მინდიკაური, მე-9 კლასი;
  3. „...ადამიანი უმიზნოდ ვერ იცხოვრებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზნები სწორად უნდა წავმართოთ, რათა გარშემო მყოფნი არ დავაზიანოთ“, - ნიკოლოზ ზაქაიძე-მე-9 კლასი“, - აღნიშნულია გავრცელებულ წერილში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება