სიახლეები
სიახლეები

KIU აცხადებს 2022-2023 სასწავლო წლისთვის სტუდენტების მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე
14-03-2022
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) აცხადებს სტუდენტების მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე 2022-2023 სასწავლო წლისთვის. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებს რეგისტრაცია  4 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ, ხოლო  პირველად რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა (მათ შორის უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილება) ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. 

KIU წელს მიღებას  შემდეგ ინგლისურენოვან პროგრამებზე აცხადებს: 
1970101 - მათემატიკა
1970102 - კომპიუტერული მეცნიერება

პროგრამული კონცენტრაციები: ენებზე დაფუძნებული ტექნოლოგიები; სისტემის არქიტექტურა; ციფრული სისტემები
მონაცემთა ბაზები; ლოგიკა და ავტომატური დასკვნები; პროგრამული ინჟინერია;
განაწილებული სისტემები; ხელოვნური ინტელექტი

1970103 - მენეჯმენტი 
პროგრამული კონცენტრაციები:
ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მართვა; მარკეტინგი, სტრატეგია და ლიდერობა
ეკონომიკა და პოლიტიკა; ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა; ინოვაციები და მეწარმეობა

უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან - მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით. სწავლა ხორციელდება ქართველი და უცხოელი პროფესორების მიერ და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სტუდენტები გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსში, პროექტსა და ოლიმპიადაში. წარჩინებული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამა. ამასთან ერთად, KIU-ს დაფინანსების პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის სტიპენდიას, სასწავლო და უნივერსიტეტის კამპუსში ცხოვრების გრანტებს (დეტალებისთვის იხ: ბმული). 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კამპუსი ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, 160 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული. KIU დღეს ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს კამპუსში (საუნივერსიტეტო ქალაქი) ცხოვრების და სწავლის შესაძლებლობას. უნივერსიტეტის კამპუსი უნიკალურია სამხრეთ კავკასიაში და მოიცავს სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ჯერ მხოლოდ ორი წელია, რაც ფუნქციონირებს, საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგში წამყვან პოზიციებს იკავებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, 19 სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის KIU პირველ ადგილზე, ხოლო 53 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის მეორე ადგილზეა. 

KIU-ს ბაკალავრიატის პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ვებგვერდზე განთავსებული აბიტურიენტების ცნობარში. აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამებზე სწავლა რეგისტრაცია უნდა გაიარონ აღნიშნულ ვებგვერდზე. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კოდია - 197.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს https://www.kiu.edu.ge/ ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 555 11 80 40 ან *0197.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია

 ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება