სიახლეები
საინტერესო

რატომ ქმნიან წყვილები ოჯახს თინეიჯერობის ასაკში
26-10-2016
-
+


თინეიჯერობის ასაკში ქორწინების მაჩვენებელი საქართველოში განსაკუთრებით მაღალია. ფსიქოლოგების მტკიცებით, ნაადრევ ასაკში ოჯახის შექმნის მიზეზი ფიზიკური ლტოლვისკენ მისწრაფებაა, წყვილი გამოსავალს ქორწინებაში ხედავს. 

16–17 წლის ახალგაზრდებს კი ოჯახის პასუხისმგებლობა არა აქვთ გაცნობიერებული. 

ამ ასაკში შექმნილ ოჯახს საკუთარი ფასეულობებისა და ღირებულებების დამკვიდრება უჭირს. დიდ როლს თამაშობს ის ფაქტიც, რომ თინეიჯერები ფინანსურად დამოუკიდებელნი ვერ არიან…

საქართველოში სტატისტიკის მიხედვით, ნაადრევ ასაკში შექმნილ ოჯახებს შორის განქორწინების რიცხვი 5–ჯერ მეტია… თუმცა ხელაღებით არ შეიძლება დაიგმოს ნაადრევ ასაკში ქორწინება, ყველაფერი ადამიანის აზროვნებაზეა დამოკიდებული.  

 სანდრო ურუშაძე (სტუდენტი) 18 წლის :

 –ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნას უარყოფითად ვუყურებ. ქორწინებას მაშინ გადავწყვეტ, როდესაც ფინანსურად დამოუკიდებელი ვიქნები. მეყოლება მანქანა, მექნება საკუთარი სახლი, შემოსავალი, როდესაც შევძლებ უზრუნველყოფილად ვარჩინო ჩემი ოჯახი. 30 წლამდე არ ვაპირებ დაოჯახებას. მოკლედ ჯერ „ვიგულავებ“ და შემდეგ ვიფიქრებ ოჯახზე.

–შენი აზრით, რატომ დგამენ გარდატეხის ასაკში ამ ნაბიჯს?

– ალბათ, სექსუალური მოთხოვნილებების გამო…

 ნატა ასათიანი :

–ეს საკითხი განსაკუთრებით ჩემი და შედარებით უფროსი თაობის პრობლემა იყო და აქ მთავარ როლს ქალიშვილობის ინსტიტუტი თამაშობდა. ახალგაზრდებს უნდოდათ ერთად ყოფნა, თუმცა, ამას საზოგადოებრივი აზრის წნეხის ქვეშ მარტივად ვერ წყვეტდნენ, ამიტომ ქორწინდებოდნენ, რაც შემდგომ დიდი ალბათობით ოჯახის დანგრევით მთავრდებოდა. რადგან , ოჯახის შექმნა გულისხმობს, არა მხოლოდ ფიზიკურ თანაცხოვრებას, არამედ კიდევ მრავალ პასუხისმგებლობას, რისთვისაც ახალგაზრდები, როგორც წესი მზად არ არიან. ეს დამოკიდებულება, გარკვეული თვალსაზრისით შეიცვალა დღესდღეობით.  წყვილები იწყებენ ერთად ცხოვრებას და შემდგომ წყვეტენ ოჯახის შექმნას, რაც თავის მხრივ ოჯახის სიმყარეს უწყობს ხელს.

ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით საინტერესოა ფსიქოლოგების აზრი, ამის გასაგებად, ფსიქოლოგსა და სკოლამდელი ასაკის პედაგოგს ლალი სურმავას გავესაუბრე.

ლალი სურმავა (ფსიქოლოგი):

–ყველა მოზარდი ამ ასაკში  თვითდაჯერებულია, ისინი ხომ „დიდებად“ თვლიან თავს. ნაადრევ ასაკში ოჯახის შექმნის არაერთი ფაქტორი არსებობს. ძალიან ხშირად ბავშვებს ოჯახში, მშობლებთან არა აქვთ კარგი ურთიერთობა, არ არიან მათთან გახსნილები. ამ დროს, მათ პირიქით ესმით მშობლის რჩევა, ამიტომაც ხშირ შემთხვევაში უმალავენ მათ გრძნობებს და ეჭვის თვალითაც უყურებენ. ძალიან ხშირად მოზარდი ამ ნაბიჯს თავისი ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე დგამს, სახლში არ სუფევს ისეთი ჰარმონია, როგორიც მას სურს და ჰგონია, რომ სხვაგან უფრო კარგია, ამიტომ გამოსავალს ქორწინებაში ხედავს. განსაკუთრებით, მამრობითი სქესის წარმომადგენლები სექსუალური ცხოვრების დეფიციტს განიცდიან და „ქალის“ მოპოვების ერთ-ერთ გზად ქორწინება მიაჩნიათ“.


ავტორი: იაკო ამირანაშვილი 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება