მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„როგორც დირექტორს, მახარებს რომ სკოლაში მაქსიმალურად გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები, დაცულია უსაფრთხოება და კეთილგანწყობილი ატმოსფერო სუფევს“,- ამბობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- უფროსებისა და ერთმანეთის პატივისცემას, სამშობლოს სიყვარულს. ვცდილობთ, აღვზარდოთ განათლებული, ღირსეული მოქალაქეები.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზროვნება, იყოს განათლებული, საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, რომელთა დახმარებითაც შეძლებს ცხოვრებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.
- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული, უსაფრთხო და მეგობრული სასწავლო გარემო.
- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- სკოლაში მაქსიმალურად გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები, დაცულია უსაფრთხოება და კეთილგანწყობილი ატმოსფერო სუფევს. სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეებს საუკეთესო განათლება მისცეს.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- რომ, პანდემიის მიუხედავად, სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში უსაფრთხოდ და წარმატებით წარვმართავთ.
- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- სკოლას ჰქონდეს მეტი სასწავლო რესურსი და ტექნოლოგიები, რათა სასწავლო პროცესის უფრო ეფექტურად მართვა შეძლოს.
- იმედი მაქვს, რომ. . .
- კოვიდპანდემია მალე დასრულდება და სკოლები პანდემიმადელ აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.