მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სტატუსიანი მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სავალდებულო ტრენინგები იწყება. მასწავლებლებს უფლება აქვთ, მოდულების ვრცელი ჩამონათვალიდან თავიანთთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე აირჩიონ.
პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ორი ან სამი მცირესაათიანი მოდულის არჩევის შემთხვევაში, საათების ჯამური ოდენობა არ აღემატებოდეს სტატუსით განსაზღვრულ საათობრივ ოდენობას. უფროსი მასწავლებლისთვის სავალდებულოა, საათების ჯამური რაოდენობა იყოს 20, წამყვანი მასწავლებლისთვის - 12, მენტორი მასწავლებლისთვის კი - 6 საკონტაქტო საათი.
უფროს მასწავლებლებს ასარჩევად 65 მოდული აქვთ, ჩამონათვალში გაერთიანებულია როგორც საგნობრივი ტრენინგები, ასევე ზოგადპროფესიული უნარები. ერთი 20 საათიანი მოდულის არჩევის ნაცვლად უფროს მასწავლებლებს შეუძლიათ აირჩიონ ორი 10-საათიანი, ან 8 და 12-საათიანი მოდულები. მაგალითად, ბუნების უფროს მასწავლებელს შეუძლია აირჩიოს ორი მოდული: ეფექტური ონლაინსწავლება და ტექნოლოგიების გამოყენება ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე უფროსი/წამყვანი მასწავლებლებისათვის (12 საათი), ასევე შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება ბუნებისმეტყველების სწავლების დროს უფროსი მასწავლებლებისათვის (8 საათი). უფროსი მასწავლებლებისთვის მოდულების ჩამონათვალი დეტალურად იხილეთ ბმულზე.
რამდენიმე მცირესაათიანი მოდულის არჩევანის უფლება აქვთ წამყვან პედაგოგებსაც. მაგალითად, წამყვანებს ქვემოთ ჩამოთვლილი 6-საათიანი მოდულებიდან ორის არჩევა შეუძლიათ:
წამყვანი მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ტრენინგების ჩამონათვალი (60 მოდული) დეტალურად იხილეთ ბმულზე.
რაც შეეხება მენტორ პედაგოგებს, უმაღლესი სტატუსის მქონე მასწავლებლებმა არჩევანი 23 მოდულიდან უნდა გააკეთონ. მენტორებისთვის განკუთვნილი სავალდებული ტრენინგების არჩევანი იხილეთ ბმულზე.
საყურადღებოა, რომ როდესაც პედაგოგი სასურველ ტრენინგს/ებს აირჩევს, საათობრივი გადაჭარბების შემთხვევაში, ცენტრი იტოვებს უფლებას, თვითონ შესთავაზოს მასწავლებელს მოდული. გამონაკლისს წარმოადგენს Edx პლატფორმაზე განთავსებული მოდულები.
მასწავლებლის სახლი პედაგოგების გადამზადებას 1 აპრილიდან დისტანციურად დაიწყებს. ტრენინგები Teams-ში ჩატარდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი