მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 მარტიდან მოსწავლეები და მასწავლებლები სკოლებს უბრუნდებიან. საგაზაფხულო არდადეგები დასრულდა, თუმცა როგორც Etaloni.ge-სთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ციცო დილებაშვილი განმარტავს, თუ რომელიმე მასწავლებელს აქვს ვირუსის სიმპტომები, ინფიცირებულის კონტაქტია ან სახლში ჰყავს კოვიდინფიცირებული, სამსახურში არ უნდა მივიდეს:
„მართალია, 15 მარტიდან პედაგოგები სკოლაში უნდა მივიდნენ, რადგან სასწავლო პროცესი იწყება, თუმცა თუ რომელიმე მათგანს აქვს ვირუსის სიმპტომები ან არის კონტაქტი, სამსახურში მისვლისგან თავი უნდა შეიკავოს“.
გარდა ამისა, პროტოკოლით, პედაგოგები კვირაში ერთხელ უნდა დაიტესტონ; საინტერესოა, სკოლაში მისვლამდე ყველა მათგანმა უნდა გაიაროს თუ არა ეს პროცედურა? - ამ კითხვაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ მსგავსი რამ პროტოკოლით გაწერილი არ არის, მაგრამ „სკოლის ხელმძღვანელობამ ისე უნდა დაგეგმოს კოვიდტესტირება, პედაგოგებს ნიმუშის ჩაბარება კვირაში ერთხელ მოუწიოთ“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა