მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უკრაინის რამდენიმე რეგიონში სასწავლო პროცესი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის განათლების მინისტრი საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
„საგანმანათლებლო პროცესის ფორმა, პირველ რიგში, დამოკიდებულია ცალკეულ რეგიონებსა და არსებულ ვითარებაზე. ისინი ასევე უნდა შეთანხმდნენ სამხედრო ადმინისტრაციასთან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 8 ოლქში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ დაიწყო, ზოგან კი, შექმნილი მდგომარეობის გამო, არდადეგები გახანგრძლივდა. აქვე აღსანიშნავია, რომ 4 რაიონში, სადაც უსაფრთხოების ნორმების დაცვა შესაძლებელი არაა, სწავლა შეწყვეტილია.
გარდა ამისა, პედაგოგებსა და სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ ელექტრონული პლატფორმა - „სრულიად უკრაინული სკოლა ონლაინ“. ამ პლატფორმაზე გაკვეთილები მეხუთე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის ყველა სასკოლო საგანშია განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ უკვე მე-19 დღეა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამ ომის შედეგად კი ათობით ბავშვი დაშავდა და გარდაიცვალა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური