მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგები 1 აპრილიდან დისტანციურ ფორმატში დაიწყება. უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის არჩევანი, სტატუსის შესაბამისად, განსხვავებულია.
ვის არ ეკუთვნის აღნიშნული ტრენინგების გავლა?
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგის გავლის მსურველთა სიაში არ მოიაზრებიან პედაგოგები, რომლებიც მასწავლებელთა სახლის შემდეგ პროგრამებში არიან ჩართულნი:
ტრენინგის გავლა ასევე არაა აუცილებელი იმ მასწავლებლებისთვის, რომლებმაც ცენტრის ეგიდით ტრენინგი/ები გაიარეს 2021-2022 სასწავლო წელს სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით.
მასწავლებლებს, რომლებმაც 2021 წელს უკვე გაიარეს ტრენინგი და მიიღეს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი ცნობა, უფლება აქვთ გაიარონ სხვა, ნებისმიერი ახალი მოდული.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგი ვალდებულია, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტატუსის შესაბამისი ტრენინგ კურსი გაიაროს. რაც შეეხება საათების რაოდენობას, უფროსი მასწავლებლისთვის სავალდებულოა მინიმუმ - 20, წამყვანისთვის - 12, მენტორი მასწავლებლისთვის კი მინიმუმ 6 საკონტაქტო საათი.
იხილეთ ასევე: რა მიმართულებით გაივლიან ტრენინგებს მასწავლებლები? - მოდულების ჩამონათვალი, ანოტაცია და საათების რაოდენობა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი