სიახლეები
ინტერვიუ

„მოსწავლეებისთვის მიღებული ვარსკვლავები და სერტიფიკატები წამახალისებელია“ - ნათია ქედელიძე, ბათუმის №6 საჯარო სკოლის მე-3 კლასის დამრიგებელი
15-03-2022
-
+


izrune.ge-ს პრიორიტეტი მოსწავლე და მისი განვითარებაა. ბავშვებისთვის ცოდნის გაღრმავება, მოტივაციის ამაღლება და დამატებითი სტიმულის შექმნა პროექტის მთავარი მიზანი და საზრუნავია. აღსანიშნავია, რომ ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებულად პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. რადგან მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. ასე ისინი მოსწავლეებს დამატებით მიზანსა და განვითარების გზას უსახავენ.

სწორედ ასეთი პედაგოგია ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-3 კლასის დამრიგებელი ნათია ქედელიძე. მისი კლასი izrune.ge-ში უკვე 3 წელია რაც ჩართულია. ამბობს, რომ ტესტები მოსწავლეებს მოტივაციას უქმნის და გამოცდების შიშსა და ღელვას უქრობს. დამრიგებლის თქმით, მასწავლებლობა ის საქმეა, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. მისთვის ყველაზე მთავარი კი ის არიას, რომ მოსწავლეების ინდივიდუალური თვისებები და საჭიროებები ამოიცნოს, რადგან სხვანაირად შესაძლოა ბავშვი სკოლას დაშორდეს. პედაგოგის საზრუნავი მოსწავლეებია და სწორედ ამიტომაც მისი კლასი განსაკუთრებულად აქტიურად ერთვება ტესტირებაში.

- რამდენი ხანია, რაც izrune.ge-ში ჩაერთეთ?

- „იზრუნეში“ მესამე წელია, რაც ჩართული ვართ. ამ ტესტებით პირველი კლასიდან ყველა მოსწავლე სარგებლობდა, მეორე კლასში ცოტა პასიურობდნენ, თუმცა მესამე კლასიდან  29 ბავშვიდან 15-16 ვიაიპი პაკეტით სარგებლობს, დანარჩენები კი დროდადრო მუშაობენ. ჩვენთვის პირველ კლასში ეს იყო ერთგვარი გამოწვევა იყო, გადაგვემოწმებინა საკუთარი ცოდნა, რას და რამდენად ითვისებდნენ მოსწავლეები და როგორ იყვნენ ჩართული სასკოლო მეცადინეობებში. აღსანიშნავია, რომ მეორე კლასში მშობლების დაინტერესება უფრო მაღალი იყო, რადგან პანდემიიდან გამომდინარე მათ ბავშვებთან ურთიერთობა მეტად უწევდათ. მოსწავლეებისთვის მიღებული ვარსკვლავები და სერტიფიკატები ერთგავარად წამახალისებელი იყო და შეიქმნა კონკურენტული გარემო - მოსწავლეები ინტერესდებოდნენ ვინ რამდენ ვარსკვლავს დააგროვებდა, ვინ რამდენ ქულას მიიღებდა და სწორ პასუხს დააგროვებდა. ეს მათთვის მოტივაციის წყარო იყო. 



- ტესტირებისთვის მომზადების პროცესი როგორია, მოსწავლეები თვითონ იჩენენ ინიციატივას თუ თქვენ გიწევთ შეხსენება?

- „იზრუნეს“ მენეჯერთან აქტიური მიმოწერა მაქვს, ის მასალებით მამარაგებს მე მოსწავლეებს ვუგზავნიდი და ისინი ტესტირებისთვის ემზადებიან. რა თქმა უნდა, იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მოსწავლე არ მონაწილეობდა ტესტირებაში. ჩვენ ყოველ კვირას განვიხილავდით შესრუებულ ტესტებს, ვინ როგორი სერტიფიკატი მიიღო, შემდეგ კი ინტერესი სხვა მოსწავლეებმაც გამოხატეს. მიკავშირდებოდნენ, ინტერესდებოდნენ, ჩვენმა საერთი განხილვამ მათზე იმოქმედა. კლასში განვიხილავთ ტექსტებს, ახალ სიტყვებს, ასეთები სულხან-საბას ლექსიკონიდანაა. 

- არის რომელიმე საკითხი რისი შესრულებაც მოსწავლეებს უჭირთ ან უმარტივდებათ?

- არა, სიმართლე გითხრათ, არ უჭირთ, თავს კარგად ართმევენ. ვარსკვლავებსაც იმსახურებენ. მართლა დამოუკიდებლად მუშაობენ. ერთმა მოსწავლემ მითხრა მასწავლებელო რამდენიმე ქულა დამაკლდა, რომ ვარსკვლავები მიმეღოო და გულდაწყვეტილი იყო. ამით კი მე ვხვდები, რომ ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ და არა მშობლების კარნახით. 

- რაც ტესტირებაში ჩართული ხართ, ამ წლების განმავლობაში, მოსწავლეებთან წარმატება მოიპოვეთ, რა არის თქვენი მიზანი, რასაც გინდათ, რომ მიაღწიოთ?

- ჩემი მიზანია, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად გავიყვანო იმ შედეგზე, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს და მივაჩვიო გამოცდებს. მინდა, რომ მათთვის გამოცდა შიშთან და იმედგაცრუებასთან არ ასოცირდებოდეს. ისინი ეჩვევიან, რომ ნებისმიერ დროს თავიანთი ცოდნის მაქსიმალურად გამოყენება შეუძლიათ. ეჩვევიან სისწრაფეს და დროის ფაქტორს ითვალისწინებენ.  



- მშობლები რამდენად დაინტერესებული არიან ტესტების მიმდინარეობითა და შედეგებით?

- მათი დაინტერესება ძალიან მაღალია და  აქტიურად აგრძლებენ ტესტირებას, ეს ჩემი, მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი დამსახურებაა. რომ არა მათი სურვილი მოსწავლეები ტესტებზე მუშაობას ამ დრომდე არ გააგრძელებდნენ. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ დაინტერესება ძალიან მაღალია. 

- როგორ ხედავთ მოსწავლეთა განვითარების პროცესში დამრიგებლების როლს?

- დამრიგებლის როლი მოსწავლეთა ცხოვრებაში ძალიან მნიშვლოვანია. მე სწორად რომ არ მიმეწოდებინა მშობლებისა და ბავშვებისთის ინფორმაცია, ერთეულები იქნებოდნენ, ვინც ამ პროექტში ჩაერთვებოდნენ. გამოვიწვიე მათში დაინტერესება, მათაც ფეხი ამიწყვეს და ასე ერთობლივად მოვდივართ. ზოგადად, დამრიგებელმა უნდა ამოიცნოს მოსწავლეების ინდივიდუალური თვისებები და საჭიროებიები. თუ არ იცი ბავშვის ფსიქოლოგია და მიდგომა, შეიძლება მოსწავლე საგანს და სკოლას დააშორო. 

- როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო მოსწავლეებს ისედაც არ უწევთ ბევრ აქტივობაში მონაწილეობა?

- „იზრუნეს“ ტესტები მოსწავლეებისთვის პანდემიისას ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აძლევდა განმავითარებელ შეფასებას და ვფიქრობ, რომ ეს მშობლებისთვისაც ძალიან საინტერესო იყო. მათ დაინახეს რა იცოდნენ ბავშვებმა.  ტესტებში სულხან-საბას ნაწარმოებებიც იყო, მოსწავლეები ლექსიკურ მარაგს იმდიდრებდნენ და ეს მათთვის სასიამოვნო იყო და დიდი ინტერესი გამოიწვია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშვრები შექმენეს

პროგრამაში მონაწილეობისათვის პედაგოგ ირმა რიონიძეს გადაეცა სერტიფიკატი

ღონისძიების მიზანი იყო მწერლის შემოქმედებით დაინტერესება და შემოქმედებითი უნარის განვითარება 

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

მოსწავლეებმა იმღერეს, შემოქმედებითი ნომრები გამართეს

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება