კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის 5 მუნიციპალიტეტის: ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საჯარო სკოლების წარმომადგენლებს (პედაგოგებსა და ადმინისტრაციას).
მსურველებმა უნდა მოგვაწოდონ ადამიანის უფლებების თემაზე დაგეგმილი საჯარო შეხვედრის იდეა, რომელიც დისკუსიის ფორმატსაც უნდა ითვალისწინებდეს. ამასთანავე, უნდა დაასახელონ შესაბამისი სფეროს სპეციალისტი ან ექსპერტი, ვისი მოწვევაც სურთ აღნიშნული შეხვედრის ჩასატარებლად. მოწვეული სტუმარი წაიკითხავს შერჩეული თემის მიმართულებით მოხსენებას.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ დააფინანსებს შეხვედრის უშუალოდ სკოლებში ჩატარებისთვის საჭირო ხარჯებს (პანდემიური რეალობის გათვალისწინებით შესაძლებელია შეხვედრის ონლაინ ჩატარება).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ 18 მარტის ჩათვლით.
თითოეულ მუნიციპალიტეტში შეირჩევა 3 სკოლა (ჯამში 15 ). შერჩეული სკოლები გამოვლინდებიან განაცხადების მიღების დასრულებიდან, ორი კვირის განმავლობაში.
შეხვედრები უნდა გაიმართოს მარტი - მაისის თვეში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- შეხვედრების თემა უნდა ეხებოდეს რეალურ დროში, ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პრობლემებს; - უნდა ასახავდეს აქტუალურ პრობლემას და მიზნად ისახავდეს მისი გადაწყვეტის შესახებ დისკუსიის წამოჭრის შესაძლებლობას.
კონკურსი ცხადდება პროექტის “მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობა აჭარაში” ფარგლებში. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე დაინტერესებულ პირებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ონლაინ- კონსულტაციისთვის; მობ: 557 99 33 32 Facebook : https://www.facebook.com/media.org.ge/