მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ტრენინგს გადიან. ახლა რეგისტრაცია უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის განკუთვნილ სავალდებულო ტრენინგებზე მიმდინარეობს. პედაგოგების ნაწილის აზრით, ეს, რაღაც მხრივ, ზედმეტი დატვირთვაა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მათ სკოლაშიც ბევრი საქმე აქვთ. განსხვავებულად ფიქრობს მეორე ნაწილი, მათი აზრით, ტრენინგები მასწავლებლებს განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის აუცილებელია.
Etaloni.ge დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ სკოლების დირექტორები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ნუგზარ ჯომიდავა, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:
ტრენინგები მასწავლებლების განვითარებისთვის ძალიან კარგია. ამით ცოდნა გვემატება და ვვითარდებით. ჩემი აზრით, მასწავლებელი ყოველთვის უნდა სწავლობდეს, ახალ ინფორმაციას ითვისებდეს, ამაში კი ტრენინგები გვეხმარება, ეს პედაგოგებისთვის სასარგებლოა.
ემზარ შანგუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლის დირექტორი:
ტრენიგები არამარტო სავალდებულო, არამედ საჭიროცაა. ვფიქრობ, მასწავლებლებს განვითარებაში ეხმარება, მათთვის სასარგებლოა და საინტერესო ინფორმაციას აწვდის. ამ ტრენინგებით კი ჩემი სკოლის პედაგოგებიც დაინტერესებული არიან.
ნატო ბენდელიანი, აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი:
სწორედ დღეს შევარჩიეთ მოდულები, გავეცანით ანოტაციას და მონაწილეობისთვის აქტიურად ვემზადებით. ყველა მასწავლებელი მომხრეა, რომ ამ ტრენინგებს დაესწრონ. მე თვითონაც გავიარე პროფესიულ ტრენინგებში და ძალიან კარგი, ინფორმაციული და საინტერესო იყო. ვფიქრობ, რომ მასწავლებელს განვითარება მუდმივად სჭირდება - შენ თუ არ სწავლობ, სხვას ვერ ასწავლი. ამიტომ ტრენინგები საჭიროა, სასარგებლოდ მიმაჩნია და მივესალმები.
მურად მაისურაძე, მარნეულის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:
მე მივესალმები ტრენინგებს, რადგან ეს მათი გადამზადებისა და პროფესიული განვითარებისკენაა მიმართული. ამით თავიანთ საგნებში უფრო მეტ წინსვლას აღწევენ. ეს არავითარი დროის ზედმეტი კარგვა არაა, მე თვითონაც გავდივარ ამ ტრენინგებს და სამუშაო პროცესი ძალიან ბევრ რამეს იძლევა. ტრენინგებში ჩემი სკოლის პედაგოგებიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
რევაზ კორძახია, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, რომ პედაგოგი ყოველთვის ახლის ძიებაში უნდა იყოს და შესაბამისად, ტრენინგები მისაღები და საჭიროა. ასე მასწავლებლები ახალ ცოდნას პრაქტიკაში - გაკვეთილზე გამოიყენებენ. ამჟამად, ჩემი სკოლის მასწავლებლები ტრენინგებზე რეგისტრირდებიან.
მაყვალა ხარაიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლებმა ტრენინგები უნდა გაიარონ. ეს მათ პროფესიულ განვითარებაში, სწავლების ახალი მეთოდების დანერგვაში ეხმარებათ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს მათთვის სასარგებლო და საინტერესოა. მეც ქიმიის მასწავლებელი ვარ, ტრენინგები გავიარე და ბევრი კარგი რამ ვისწავლე. ასე ფიქრობენ სხვა მასწავლებლებიც.
ოლეგ გულორდავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
ტრენიგების გავლა მასწავლებლისათვის აუცილებელი პირობაა. ეს პროფესიულ განვითარებაში, გაკვეთილის უკეთ წარმართვასა და ახალი მიდგომების სწავლაში ეხმარებათ. ახლაც თითქმის ყველა პედაგოგი დაინტერესდა. ყოველი მასწავლებლის დონის ამაღლება, ეს არის საწინდარი მისი ხვალინდელი გაკვეთილისა და საქმიანობისა.
ნატო შათირიშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი აზრით, მასწავლებლებისთვის ტრენიგების გავლა მნიშვნელოვანია. მე თვითონაც რომელი მოდულიც ავირჩიე, ვფიქრობ, რომ ჩემთვის საინტერესო და საჭიროა. ვფიქრობ, რომ დახმარება მჭირდება იმაში, რომ ამ მოდულის საკითხებში უკეთ გავერკვე და სასწავლო პროცესში აქტიურად დავნერგო. ზოგადად, მასწავლებლისთვის ახალი საკითხების სწავლა ყოველთვის საინტერესოა. სკოლაში ტრენინგებთან დაკავშირებით, უარყოფითი დამოკიდებულება არ გამოუთქვამთ.
ნანა პაკელიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი:
კარგია, რომ მასწავლებლები ტრენიგებს გადიან. თავად მეც გავიარე უფროსი მასწავლებლის ტრენინგი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ჩემს სკოლაში, ვინც სტატუსიანები ვიყავით უკვე ვმონაწილეობდით ამ ტრენინგებში და ახლა ვინც მოიპოვა სტატუსი ამჯერად ისინი ჩაერთვებიან. მიმაჩნია, რომ ბევრი ახალი რამის სწავლა შეიძლება.
ინგა ბერაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, ტრენინგები საჭირო და აუცილებელია. მე თვითონაც გავიარე 20 საათიანი სავალდებულო ტრენინგები. წელს ის ორი მასწავლებელი დავარეგისტრირეთ, ვისაც სტატუსი ახალი მიღებული აქვთ და აქამდე ამ ტრენინგებს ვერ გაივლიდნენ. ჩვენ ვართ მუდმივი მოსწავლეები და მუდმვი განვითარება გვჭირდება. მასწავლებლისთვის სწავლა ზედმეტი არასოდეს არ არის.
ჯუმბერ ბორჯოდაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენ ამ ტრენინგებზე წელს პირველად გავდივართ, შარშან რაღაც ტექნიკური პრობლემები იყო და ვერ დავრეგისტრირდით. ახლა მოდულებს რომ შევხედე, ვფიქრობ საჭირო ტრენინგებია. ხარისხიანად და კარგად თუ ჩატარდება, ეს მასწავლებლებისთვის სასარგებლო იქნება. ამ შემთხვევაში, 20 საათი დასწრება პრობლემა არ უნდა იყოს. ჩემი სკოლის მასწავლებლებიც დაინტერესებული არიან, უკვე მეორე დღეა მეც მირეკავენ, რომ ინფორმაცია გაიგონ. დღეს ყველა დარეგისტრირდა და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება.
ვარდო ჭიპაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი სკოლის პედაგოგები ტრენინგებში მონაწილეობისთვის მოტივირებულები და დაინტერესებულები არიან. არც ერთს არ გამოუთქვამს უკმაყოფილება, რომ მონაწილეობის მიღება არ უნდოდათ. ვფიქრობ, რომ მასწავლებლებს ტრენინგები სწავლების პროცესში ეხმარება. ამ დროისთვის ეს მათთვის საინტერესოა.
დოდო გაბისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის დირექტორი:
მე, როგორც დირექტორი სავალდებულო ტრენინგებს მივესალმები. მეტიც, მინდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი მასწავლებლებს ყველანაირად ხელს უწყობენ, ზრუნავენ, რომ ცოდნა, დონე და სტატუსი აიმაღლონ. თითოეული ტრენინგი ბევრი რამის მომცემია, ეს მასწავლებლებზე დადებითად აისახება. რამდენიმე ტრენინგს დავსწრებივარ და თითოეული მათგანის შემდეგ ვფიქრობ, რომ ვიზრდები და ასეა ყველა მასწავლებელი. მე ამ ყველაფერს მივესალმები. დღეს ჩემი ყველა პედაგოგი დარეგისტრირდა და სავალდებულო ტრენინგებს აუცილებლად დაესწრებიან.
ნური ჯაფარიძე, ბათუმის N29 საჯარო სკოლის დირექტორი:
რა თქმა უნდა, ტრენინგები პედაგოგებისთვის კარგი, ინფორმაციული და სასარგებლოა. ჩვენ მათ მხოლოდ მივესალმებით. მათი გავლით ჩემი სკოლის მასწავლებლებიც ძალიან დაინტერესებულები არიან.
შორენა მამუკაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი აზრით, მასწავლებლებისთვის გამოცდებზე მეტად მნიშვნელოვანი ტრენინგი, სიახლეების გაცნობა და დანერგვაა. სკოლაში მასწავლებლებიც ამ აზრზე არიან, დაინტერესებულები არიან, იციან, რომ სიახლეები ყველასთვის საჭიროა. ასე ახალ მიდგომებსა და ტექნოლოგიებს ეუფლებიან. ყველა დაეგისტრირებულია. ამჟამად სკოლაში 5 წამყვანი, 1 პრაქტიკოსი და დანარჩენი უფროსი მასწავლებელი ვართ.
გია ბიძიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემთან მასწავლებლები ახლა სწორედ ამაზე მუშაობენ, ტვირთავენ მონაცემებს, რათა სავალდებულო ტრენინგები გაიარონ. ეს ჩვენთვის აუცილებელია, ცხოვრება ყოველდღე ვითარდება და მასწავლებელი, მით უმეტეს, ყოველდღე ახალს უნდა სწავლობდეს და ვითარდებდეს. ასე რომ, ჩვენ ყველანაირ ტრენინგსა და წინგადადაგმულ ნაბიჯს მივესალმებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა