მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო დოხტურიშვილი ნიახურისა და მანავის ციხეების შესახებ საინტერესო ფაქტებს გვიზიარებს.
საინფორმაციო ტექსტში, რომელსაც „პატარა ჩაილურის დიდი ამბები“ ჰქვია, ნინო დოხტურიშვილმა სოფელ პატარა ჩაილურის ისტორია მოყვა.
„პატარა ჩაილურის დიდი ამბები“
„საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩილურში მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში აუგიათ სიმაგრე და უწოდებიათ მისთვის „ნიახურის ციხე“, რაც ქართულად „უთავოების ციხეს„ ნიშნავს. ის მთის მაღალ ფერდობზე მდებარეობს, ხოლო მისკენ მიმავალ გზას ტყე ფარავს და გაუვალია. ასეთ გარემობაში ძნელია ციხის დეტალურად დათვალიერება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ისტორიულ ცნობებს დავყრდნობოდით და ვიზუალურად მიღებული შთაბეჭდილებები გაგვეზიარებინა თქვენთვის. ამ ციხის კედლები გაჟღენთილია იმ უდანაშაულო ადამიანების სისხლით, რომელიც შეეწირნენ მტრის მახვილს. აქედან გამომდინარე, სახელი „უთავოების ციხე“, ზუსტად უწოდებიათ მისთვის. ლეგენდა მოგვითხრობს: როგორც ვიცით, კახეთს შიდა და გარე მტერი ბევრი ჰყავდა: თურქები, ოსმალები, მონღოლები, თათრები.
ისინი მონაცვლეობით აოხრებდნენ კახეთს და ქართველ ერს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. ვაჟკაცი ვერ ასწრებდა ხმლის ქარქაში ჩაგებას, რომ მტერი უკვე კარს იყო მომდგარი, ხოლო ქართველი ქალი ცალი ხელით აკვანს არწევდა და მეორე ხელით ხმალს იქნევდა. ერთ-ერთი შემოსევის დროს თურმე, როცა მუსულმანმა დამპყრობლებმა ალყა შემოარტყეს კახეთს და მისი აღება განიზრახეს, სისხლის ღვრითა და სისასტიკით. ქანცგაწყვეტილ მეომრებს ძალა არ ეყოთ, ქვეყანა სათანადოდ დაეცვათ. ხალხისთვის სხვა ხსნა აღარ იყო თუ არა ის, რომ თავი სადმე შეეფარებინათ. ციხე კი ამისთვის საუკეთესო ადგილი იყო, ეგონათ, რომ ციხის ძლიერი კედლები და მისკენ მიმავალი ტალახით დაფაული გზა, მტრის თვალს შეუმჩნეველი დარჩებოდა. სამწუხაროდ, მათი ფიქრი არ გამართლდა. ციხის კედლებში გამომწყვდეულ ხალხს, წყურვილი ახრჩობდა და შიმშლი მოსვენებას უკარგავდა. ბოლოს ერთხმად გადაწყვიტეს ერთი ყმაწვილი წასულიყო მდინარეზე და შეუმჩნევლად ამოეტანა წყალი, მტრის მზვერავმა შეამჩნია იგი და უკან მიჰყვა. მეორე დღეს მუსლუმანები ციხეში შეიჭრნენ და ყველას ასაკის განურჩევლად თავები წააცალეს. სწორედ ამიტომ უწოდეს ამ ციხეს „უთავოების ციხე“.
ის დანგრევის პირას იყო, მაგრამ მკვიდრმა მოსახლეობამ ეს არ დაუშვა, ციხის აშენებაში დიდი ღაწლი მიუძღვის გიგა ღვინაშვილს, გიორგი ბარბაქაძეს, გიგა ბარბაქაძეს, გიორგი გორელიშვილს.
დაახლოებით ასეთივე ისტორია უდევს საფუძვლად მანავის ციხეს, რომელიც 4 კილომეტრით არის მოშრებული ნიახურის ციხიდან. მანავის ციხე ააშენს მეათე- მეთერტმეტე საუკუნეში. მტრის შემოსევების შემდეგ დაინგრა და ხელმეორედ აშენდა.
ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მანავის ციხეს წლების განმავლობაში აშენებდნენ, მაგრამ ამაოდ. კედლები ინგრეოდა, ამიტომ გადაწყვიტეს ციხის კედლებში ჩაეტანებინათ ბავშვიანი ქალი, რომლის ფრესკა დღესაც არის გამოკვეთლი ციხის კედლებზე. დიდი მსხვერპლის შეწირვის შემდეგ, მანავის ციხე აღარ დანგრეულა და ახლა სოფლის თვალსაჩინოებას წარმოადგენს.
მინდა ისიც ავღნიშნო, რომ ხალხმა „ნიახურის ციხიდან“ „მანავის ციხემდე“ გვირაბი გაიყვანა, რითაც მტრის შემოსევას წინასწარ ატყობინებდნენ, ხოლო მანავის ციხეს კავშირი ჰქონდა უჯარმის ციხესთან და ასე იქმნებოდა ერთსულოვნება, რომელიც მტრის დამარცხებაში უწყობდა ხელს“,- წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“