მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შემდეგი კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საკრებულოსთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ.
„მინდა, ხაზი გავუსვა იმ მხარდამჭერ პროგრამებს, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები მთლიანად უზრუნველყოფილი არიან საცხოვრისითა და საკვები პროდუქტებით. განთავსებული არიან სხვადასხვა სასტუმროში. ამ ყველაფერში ჩართულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. ავამოქმედეთ მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამა. ეს არის უფასო მგზავრობა მუნიციპალურ ტრანსპორტში. საჭიროა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის ჩვენება. ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის, საცურაო აუზების, ხელოვნების სკოლებისა და მუზეუმების უფასო წვდომის პროგრამები დედაქალაქში. გარდა ამისა, მინდა, მოგაწოდოთ კიდევ ერთი სიახლე - გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოსთან ერთად მივიღეთ. აქ ჩარჩენილი უკრაინელი ოჯახების პატარები ჩვეულებრივად შეძლებენ ბაგა-ბაღების მომსახურებით სარგებლობას ყოველგვარი გადასახადების გარეშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები