სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„მასწავლებლების საგამოცდო მასალა დიდი იმისთვის არის, ვისაც არაფერი უკეთებია და არაფერი იცის“ - ჭიათურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა შუბითიძე
17-03-2022
-
+


უკვე რამდენიმე ათეული წელი გავიდა მას შემდეგ რაც სკოლაში შეაბიჯა. ჭიათურის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა გოჩა შუბითიძემ მასწავლებლობიდან დირექტორამდე დიდი გზა გაიარა, თუმცა თვლის, რომ კარგი ხელმძღვანელობისთვის ამ გზის გავლა აუცილებელია. მასწავლებლობლობა 1990 წელს დაიწყო და მოსწავლეებს დღემე არ ჩამოშორებულა. მიაჩნია, რომ დირექტორი თავად უნდა იყოს წარმატებული, მისაბაძი და სამაგალითო, ამიტომაც საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ მომთხოვნი მოგვჩვენა, სერტიფიცრებული დირექტორია და წამყვანი პედაგოგი, რომელიც წელსაც აპირებს სტატუსის ასამაღლებლად გამოცდაზე გასვლას. 

ჭიათურის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა გოჩა შუბითიძემ მასწავლებელთა გამოცდებზე, დირექტორობაზე, კომპეტენციის დადასტურებაზე, მათი შეფასების საკითხებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-სთან ვრცლად ისაუბრა:

- საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობა 1990 წლიდან დავიწყე, აქედან მოყოლებული სკოლას არ დავშორებივარ. რამდენიმე სკოლაში მომიწია მოღვაწეობა, თუმცა 2007 წლიდან ჭიათურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვარ. აქამდე მოსასვლელად საკმაოდ ხანგრძლივი გზა გავიარე. ყველაფერი კი მასწავლებლობიდან დაიწყო, შემდეგ სასწავლო ნაწილი ვიყავი და გამოცდების ჩაბარების შემდგომ დირექტორად ამირჩიეს ჭიათურის სკოლაში.

- საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ როგორც მასწავლებლის, ისე დირექტორობის, როგორ ფიქრობთ რა არის კარგი დირექტორობის საფუძველი, რა თვისებებს უნდა ფლობდეს დირექტორი?

- ვფიქრობ, პირველ რიგში დირექტორს ლიდერობა უნდა შეეძლოს, კარგი ლიდერი ყოველთვის შეძლებს წარმატებით მართოს არა მხოლოდ სკოლა, არამედ ნებისმიერი დაწესებულება და ორგანიზაცია.

- რა მიგაჩნიათ სკოლის წარმატების საზომად და თვლით თუ არა საკუთარ სკოლას წარმატებულად?

- სკოლის წარმატების მთავარი საზომი მოსწავლეა და დიახ, ნამდვილად ვთვლი, რომ ჩემი სკოლა, ერთ-ერთი წარმატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა. მას შემდეგ რაც ჭიათურის N1 საჯარო სკოლის დირექტორად დავინიშნე, მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 600 მოსწავლიდან 980-მდე გაიზარდა კონტიგენტი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მოსწავლეებს ყურადღება ნამდვილად არ მოჰკლებიათ.

- როგორც ვიცით, მასწავლებლობისთვის თავი არც დირექტორობის შემდგომ დაგინებებიათ. რთულია ერთმანეთთან მასწავლებლობის და დირექტორობის შეთავსება?

- მასწავლებლობა საშუალებას მაძლევს უფრო ახლოს ვიყო მოსწავლეებთან, როცა უშუალო კომუნიკაციაში ხარ მათთან, მეტ ინფორმაციას იღებ იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც მოსწავლეებს აქვთ.

ამასთან, ვთვლი, რომ დირექტორი აუცილებლად უნდა იყოს მასწავლებელიც და ვთვლი, რომ უნდა ჰქონდეს გაკვეთილებიც, რათა მაგალითს აძლევდეს სხვა პედაგოგებსაც. ადვილია სხვას მოსთხოვო რა და როგორ გააკეთოს. ხელმძღვანელსაც უნდა შეეძლოს საქმის ისე კეთება, რომ  მაგალითი მისცეს სხვებს. როცა პედაგოგს სთხოვ გამოცდის ჩაბარებას და მაღალ კვალიფიკაციას, ჯერ შენ უნდა ჩააბარო გამოცდა, აიმაღლო კვალიფიკაცია და შემდგომ მოსთხოვო სხვასაც მაღალი შედეგი.

- კვალიფიკაცია და გამოცდები ახსენეთ და უნდა გკითხოთ, რას ფიქრობთ, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრულ აქტივობებზე, რამდენად მისაღებია ის ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც უწევთ მასწავლებლებს და ავლენს თუ არა გამოცდა მასწავლებლის ცოდნის დონეს?

- გამოცდა მასწავლებლის კომპეტენციის შემოწმების ერთ-ერთ საშუალებად შეგვიძლია მოვიაზროთ, მაგრამ ბევრი სხვა ფაქტორი განსაზღვრავს იმას თუ რამდენად კარგია მასწავლებელი, პირველ რიგში კი ეს მისი მოსწავლეების შედეგებია. რამდენად კარგი შედეგები აქვთ ბავშვებს მის საგანში.

რა თქმა უნდა, პატარ-პატარა დეტალებს შევცვლიდი იმ მიდგომებში, რომელიც დღეს აქვს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა კარიერული წინსვლასთან მიმართებაში. ვხედავთ ხარვეზებს, თუმცა საერთო ჯამში ამ მიდგომით ხერხდება პედაგოგის კომპეტენციის დადგენა.

- საინტერესოა, რას ფიქრობთ დირექტორობის გამოცდებთან დაკავშირებით. ორი წელია ეს გამოცდა პანდემიის მიზეზით არ ტარდება, რამდენად სწორია ეს მიდგომა და ზოგადად როგორ უყურებთ დირექტორთა გამოცდების საკითხს?

- ვფიქრობ, არათანაბარ პირობებში აღმოვჩნდით დირექტორები. არიან დირექტორები რომლებიც წლებია მუშაობენ სკოლებში დირექტორად თუმცა არც ერთი საფეხური რომელიც ამ პოზიციის დასაკავებლადაა საჭირო არ გაუვლიათ, მაშინ როცა მე სერტიფიცირებული და სკოლის მიერ არჩეული დირექტორი ვარ. ვფიქრობ, უნდა იყოს განსხვავება დირექტორებს შორისაც. უნდა იყოს სხვაობა სერტიფიცირებულ და არასერტიფიცრებულ დირექტორებს შორის. ასეთი მიდგომით მოტივაციაც იკარგება, რატომ უნდა ვაბარო გამოცდა, თუკი ისეც არის შესაძლებელი აღნიშნული პოზიციის დაკავება.

- აპირებთ დირექტორობის გამოცდაზე გასვლას? მართალია მისი ჩატარება უტოპიად იქცა თუმცა, მაინც საინტერესოა თქვენი პოზიცია...

- აუცილებლად გავალ გამოცდაზე და არამხოლოდ დირექტორობის. მე წამყვანი მასწავლებელი ვარ და აუცილებლად გავალ მენტორის სტატუსის მოსაპოვებელ გამოცდაზეც.

- მასწავლებელთა გამოცდებზე გკითხავთ, პედაგოგების დიდი ნაწილი საგამოცდო მასალის ოდენობას აპროტესტებს და თვლის, რომ მოცემული ლიტერატურა, რომელიც მათ გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებათ ზედმეტად დიდია, თქვენც ასე ფიქრობთ?

- მართალია, საგამოცდო ლიტერატურა ნამდვილად დიდია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ამ ლიტერატურიდან ძალიან ბევრი მოქმედმა მასწავლებელმა უკვე უნდა იცოდეს. მაგალითისთვის გეტყვით რომ ერთ-ერთი საკითხი რომელიც საგამოცდო მასალაში შედის არის, კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, „ეროვნული სასწავლო გეგმა“... ეს საკმაოდ დიდი დოკუმენტებია, თუმცა მენტორობა რომ არ დააპიროს, ისე არ უნდა იცოდეს მასწავლებელმა ეს საკითხები?! ასე არის კვლევაზე და კვლევის პროექტზე, რაც ისედაც ევალება პედაგოგს კანონით და მისთვის ეს ნაცნობი უნდა იყოს. ამაშია საქმე, პედაგოგებმა მასალის უმეტესობა ისედაც უნდა იცოდნენ, საგამოცდო მასალა დიდი იმისთვის არის, ვისაც არაფერი უკეთებია და არაფერი იცის.

- ვინაიდან მასწავლებელთა კომპეტენციასა და ცოდნაზე ვსაუბრობთ, საინტერესოა რას ფიქრობთ სამინისტროს გადაწყვეტილებაზე, როცა იმ მასწავლებლებს მიანიჭა უფროსის სტატუს, რომლებმაც გამოცდების საშუალებით ვერ შეძლეს კარიერული წინსვლა?

- ამ საკითხთან დაკავშირებით კატეგორიული ვარ, იმ მასწავლებლის ადგილი, რომელმაც ქულა ვერ მიიღო საკუთარ საგანში, რომ ბარიეირი გადაელახა, სკოლაში არ არის. როცა 10-15 წელი მასწავლებელი თავის საგანს ვერ აბარებს მას არ აქვს ის პროფესიული უნარები, რაც უნდა ჰქონდეს და ის სკოლაში არ უნდა იყოს.

ჩემს სკოლაში 60 პედაგოგი ასწავლის, საიდანაც 16 წამყვანი მასწავლებელია დანარჩენი ყველა უფროსი მასწავლებელია. დიდი ხანია სკოლაში პრაქტიკოსი მასწავლებელი აღარ გვყავს, ახლაც გამოცდაზე დაახლოებით 12 მასწავლებელი აპირებს გასვლას, რომლებსაც სურთ, რომ წამყვანისა და მენტორის სტატუსი მოიპოვონ.

- ინტერვიუს ისე ვერ დავასრულებთ რომ პანდემიას არ შევეხოთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რადიკალურად შეიცვალა სწავლისადმი მიდგომა. რა პლუსებსა და მინუსებს ხედავთ, როგორ აფასებთ ზოგადად პანდემიის პერიოდში სწავლების ხარისხს და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ განათლების დონე გაუმჯობესდეს?

- რა თქმა უნდა, პანდემიამ ძირეულად შეცვალა ბევრი რამ, პირველ რიგში სწავლების ფორმატი - დისტანციური მოდელის შემოღებას ვგულისხმობ. ეს რა თქმა უნდა, არ იყო კარგი ცხოვრების გამო. დისტანციური სწავლება პირისპირ რეჟიმს ვერ შეცვლის, თუმცა უნდა ვთქვათ რომ გარკვეული დადებითი ფაქტორები მაინც უნდა მოიძებნოს. აღსანიშნავია, რომ კარგ შედეგებზე გასვლა ონლაინ სწავლების დროსაც შეიძლება, თუმცა გასათვალისწინებელია იმ საჭიროებების არსებობაც, რომელიც მოსწავლეებს დისტაცნიური სწავლებისას დაუდგათ.

მსოფლიოში შექმნილი მდომარეობა მოსწავლეთა მოტივაციაზე ნამდვილად აისახა, განსაკუთრებით კი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ეხებათ, რომლებმაც სასწავლო წელი ისე დაიწყეს, ვერც მიხვდნენ რა ხდებოდა. პირველი კლასის მოსწავლეებმა ვერ გაიგეს, სწავლა დაიწყო, არ დაიწყო, ვინ იყო მასწავლებელი, რა მოეთხოვებოდათ და ა.შ.

მოსწავლეებთან ერთად პანდემიამ გავლენა გარკვეულწილად მასწავლებლებზეც იქონია, პედაგოგების ნაწილს კომპეტენცია არ ჰყოფნიდა იმისთვის რომ დისტანციური სწავლება ეფექტურად წარემართათ, თუმცა ნელ-ნელა ეს პრობლემებიც სწორდება და ისინი იძენენ ახალ უნარებს. რა თქმა უნდა, რთული იყო ეს ყველაფერი, ბევრს არ აღმოაჩნდა საკმარისი კომპეტენცია, თუმცა განვლილმა პერიოდმა ახალი უნარები ყველას შესძინა და ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა.

რაც შეეხება სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ეს პირველ რიგში პედაგოგებზეა დამოკიდებული. მასწავლებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ როგორც თაობასაც გაზრდიან ისე იცხოვრებენ და ისეთი ქვეყანა გვექნება, სანამ ამას არ მივხვდებით, მანამდე არავითარი რეფორმა არ გვიშველის.

იხილეთ: როდის დაიწყება მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია? - „ნაეკი“ პედაგოგების აქტუალურ კითხვას პასუხობს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება