მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი სტუდენტები, პაციენტებთან დაიშვებიან იმ შემთხევაში, თუ 7 დღეში ერთხელ ჩაიტარებენ კოვიდტესტირებას.
აქამდე დადგენილებაში გაწერილი იყო, რომ ჯანდაცვის მიმართულების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, კლინიკური სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისას პერსონალი და სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) სრულად ვაქცინირებულია; გ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან 7 დღის შემდეგ არ არის გასული 1 თვეზე მეტი. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კი დაემატა „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, სტუდენტმა უნდა უზრუნველყოს „ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის წარდგენა 7 დღეში ერთხელ“.
დადგენილება უკვე ძალაშია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა